უგემრიელესი სალათის მარტივი რეცეპტი

1130

ფენებიანი სალათების ნამდვილი ფანი ვარ, საშემოდგომოდ ასეთი სალათების პოპულარობა პიკს აღწევს.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 300გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ქამა სოკო 400გ
  • ხახვი 2 ცალი
  • მწნილი კიტრი 3 ცალი
  • კონსერვირებული ბარდა 400გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ყვალი 100გ
  • მაიონეზი 300გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ინგრედიენტები. მოხარშეთ კვერცხი და გაასუფთავეთ. მოხარშეთ სტაფილო, ხახვი გაასუფთავეთ.

2.სოკო და ხახვი დაჭერით კუბიკებად. შეწვით ზეთში მარილთან ერთად. ღორის ხორცი მოხარშეთ მარილიან წყალში.

3.გააგრილეთ ხორცი და დაჭერით. ცალკე ჯამში გახეხეთ სტაფილო, ყველი, კვერცხი და კიტრი.

4.ააწყეთ სალათი. ბრტყელი თეფშის ცენტრში მოათავეთ ქილა. მის ირგვლილ უნდა განვალაგოთ ფენები.

5.პირველ ფენად მოათავსეთ ღორის ხორცი. შემდეგ კიტრი, სტაფილო, სოკო. ზემოდან ყველი და ბარდა. სულ ბოლოს კი კვერცხი. ზემოდან მოასხით მაიონეზი.

6.ამოიღეთ ჭიქა და გააფორმეთ სალათი. შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!