კომბოსტოს მადისაღმძვრელი ბლინები

1399

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში არ აღნიშნავენ ყველიერს, მათი ბლინები მაინც მზის სიმბოლოა, როგორც ჩვენი. ბლინებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩინური ტრადიციული კერძი. ბლინი, ასე ვთქვათ გადასაფუთ მასალას წარმოადგენს სხვადასხვა გემრიელი შიგთავსებისათვის: მწვანე ხახვი, დაიკონი, ბოსტნეული, ხორცი, ბლინებში ასევე ახვევენ ტრადიციულ იხვს-პეკინურად. ასევე გაზაფხულის – რულონები არის ბრინჯის ბლინი, რომელიც ძალიან გემრიელია.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საოცარი ბლინის რევეპტს, რომელიც არამხოლოდ სწრაფი საუზმისთვის, არამედ სტუმრების მისაღებადაც კი იდეალურია. ჩინური ბლინები კომბოსტოს შიგთავსით – ეს არის ისეთი რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ, რადგან ერთხელ გასინჯვის შემდეგ თქვენ ამ კერძზე უარს ვეღარ იტყვით.

ინგრედიენტები

  • თეთრი კომბოსტო 1კგ
  • რძე 0,5ლ
  • მზესუმზირის ზეთი 8 სუფრის კოვზი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • სოიოს სოუსი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 1,75 ჭიქა
  • შაქარი 1,5 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ჯანჯაფილი 50გ

მომზადება

1.ნახევარ რძეს დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი გემოვნებით და ხორბლის ფქვილი. ხელის სათქვეფით ათქვიფეთ ცომი სქელი არაჟნის კონსესტენციის მიღებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი რძე, უნდა მიიღოთ თხელი ცომი ბლინებისათვის.

2.ჩაასხით 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ცხელ ტაფაზე გამოაცხვეთ ბლინები.

3.გარეცხეთ ჯანჯაფილი, გახეხეთ წვრილად და გამოწურეთ წვენი. გამოწურული ჯანჯაფილი არ გადააგდოთ, რადგან ის გამოგადგებათ ჯანჯაფილიანი ჩაის დასაყენებლად.

4.კომბოსტო დაჭერით წვრილად, ტაფას დაასხით 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და შეწვით კომბოსტო. დაუმატეთ 0,5 სუფრის კოვზი შაქარი, სოიოს სოუსი, ჯანჯაფილის წვენი და 1 სუფრის კოვზი კარაქი. კომბოსტო გადაწიეთ ტაფის კუთხეში, გვერდზე ჩატეხეთ კვერცხი და ფრთხილად ადგილზევე ათქვიფეთ. როდესაც კვერცხი შეიწვება, შეურიეთ კომბოსტოს და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ დამატებით 5 წუთი.

5.მზა შიგთავსი მოათავსეთ ბლინზე და დაახვიეთ კონვერტის ან მილის სახით. შეგიძლიათ ბლინი ტაფაზე შეწვათ ორივე მხრიდან, ხრაშუნა ზედაპირის მიღებამდე.

სრულიად უბრალო ინგრედიენტებისა და ბევრი წვალების გარეშე მიიღება ეს საოცარი კერძი, რომელიც ძალიან გავს კომბოსტოს ღვეზელს. ამ კერძს ძალიან უხდება იოგურტი და არჟანი. გემრიელად მიირთვით!