ქათამი ყველით და კვერცხით – ზაფხულის დაწყებას ავღნიშნავ ასე!

1245

ზაფხული მოგვიახლოვდა, ამიტომაც ვცდილობ გავუფრთხილდე ფიგურას. ვცდილობ მივირთვა დიეტური საკვები და ვივარჯიშო. მაცივარში ყოველთვის მაქვს ქათმის ფილე, მაგრამ ბავშვებს დიდად არ მოსწონთ. მათთვის ამ ინგრედიენტით საინტერესო კერძის მომზადება ვცადე. ქათამი ყველის სოუსით საუკეთსო ვარიანტია.

სანამ ფილე იხარშება, მოთუშეთ ხახვი და დაუმატეთ უმი ხორცი. მოასხით სოუსი და გამოაცხეთ. იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ვერც მე ვერ ვუძლებ ცდუნებას.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 450გ
  • ხახვი 2 ცალი
  • პომიდორი 3 ცალი
  • ყველი 100გ
  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ხახვი და მოთუშეთ მცენაერულ ზეთში. დაჭერით ფილე კუბიკებად, დაუმატეთ ხახვი, მწვანილი, მარილი და წიწაკა.

2.ხორცი დაამარინადეთ 10-15 წუთის განმავლობაში. საცხობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით, გადაანაწილეთ ქათამი.

3.ათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და არაჟანი. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.

4.მიღებული მასა გადაანაწილეთ ხორცზე. დაჭერით პომიდორი და მოათავსეთ სოუსზე.

5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!