ფორთოხლის პასტა, რომელიც 3 ინგრედიენტისგან მზადდება

401

ხშირად მიყიდია ხილი ფასდაკლებით, მაგრამ შემდეგ ვერ მოვიფიქრე ამდენი სად უნდა წამეღო. თუ შეძენილი ფორთოხალი გიფუჭდებათ ან ზედმეტად მჟავეა, მაშინ რეცეპტი ბოლომდე აუცილებლად ჩაიკითხეთ.

დარჩენილი ფორთოხლებისგან უგემრიელესი ტკბილეულის მოზმადება შეიძლება. ციტრუსის პასტა უმარტივესი ინგრედიენტებისგან ავაწყვე.

ინგრედიენტები

  • 2 დიდი ფორთოხალი
  • 250გ შაქარი
  • ლიმონის მჟავა

მომზადება

1.ფორთოხალი კარგად გარეცხეთ სოდასთან ერთად – შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯაგრისი. არ გათალოთ ისე დაჭერით.

2.ფორთოხალს მოაყარეთ შაქარი და დატივეთ 20-30 წუთი, რათა გამოუშვას წვენი.

3.ფორთოხალი მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთი. ბოლსო დაუმატეთ ლიმონის მჟავა.

4.გააგრილეთ ფორთოხალი, გადაასხით ზედმეტი წვენი და დააბლენდერეთ მასა. სურვილისამებრ დაუმატეთ ნიგოზი ან დარიჩინი.

5.ფორთოხლის მასა მოათავსეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში.

პასტა შეგიძლიათ ცომისთვისაც გამოიყენოთ – მაგალითად, კულიჩებისთვის. მე ცაისთანაც ხშირად მივირთმევ. სასიამოვნო სიმჟავე, ხასხასაფერი და ციტრუსისებური არომატი – ყველაფერი ნატურალური, საღებავების და არომატიზატორების გარეშე.

ფორთოხლის შეძენისას დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ გარეგნულ მხარეს. ქერქი უნდა იყოს სტაფილოსფერი და არა ყვითელი. არ უნდა იყოს დალაქავებული.

გემრიელად მიირთვით!