ფარშის უგემრიელესი კერძი ორი ერთში: გარნირსაც კი არ ითხოვს

2721

ერთი შეხედვით, რისი მომზადება შეიძლება ფარშისგან სადღესასწაულო სუფრისთვის? კოტლეტებით დღეს ნამდვილად ვერავის გააკვირვებ. ღმელში გამომცხვარი ფარში კი არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება. “გასტრონომია” დღეს ერთ უჩვეულო რეცეპტს შემოგთავაზებთ.

წარმოიდგინეთ, საგაზაფხულო შიგთავსი მოხარშული კვერცხისა და ქორფა მწვანილისგან, ფარშის, შებრაწული კარტოფილისა და წელვადი ყველის გარსით. ასეთ გემრიელობაზე უარს ვერავინ იტყვის. ნუ დაელოდებით დღესასწაულს, დღესვე ასიამოვნეთ ოჯახის წევრები გემრიელი ვახშმით.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ღორის ფარში
  • 100-150 გრ მაგარი ყველი
  • 3-4 კვერცხი
  • 3-4 ც კარტოფილი
  • 1-2 ს.კ. მაიონეზი
  • 1-2 ც პური
  • 20-30 გრ კარაქი
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ 3 კვერცხი, გააცივეთ და გაწმინდეთ. გათალეთ კარტოფილი, გაფცქვენით ხახვი და მოათავსეთ ცივ წყალში.

2. მოაცილეთ პურს ქერქი და და ჩაალბეთ გული წყალში, კარგად დაწურეთ და შეურიეთ ფარშს, უმ კვერცხს, დაბლენდერებულ ხახვს, მარილს, პილპილს და ნივრის ფხვნილს.

3. შედგით მასა მაცივარში. დაჭერით წვრილად კვერცხი და მწვანილი, შეურიეთ თასში. გახეხეთ კარტოფილი და ყველი.

4. ცალკე შეურიეთ კარტოფილი, ნახევარი ყველი, მაიონეზი და სუნელები გემოვნებით.

5. მომცრო თასში ჩააფინეთ საკვების ცელოფანი. კედლებზე და ძირზე მოათავსეთ ფარში, შემდეგ კარაქის პატარა ნაჭერი.

6. ზემოდან მოათავსეთ კვერცხისა და მწვანილის მასა, შემდეგ კვლავ ფარში. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, ფრთხილად გადააბრუნეთ თასიდან მასა და მოათავსეთ ფორმაზე. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ მასასთან.

7. ზემოდან ფრთხილად გადაანაწილეთ კარტოფილი და ყველი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.

მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მიირთვით ბოსტნეულის სალათთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!