უგემრიელესი გებჟალია – სულ რაღაც რამდენიმე წამში გაქრება თეფშიდან

2087

იტალიელი მისიონერები მოგვითხრობენ, რომ მეგრელები რძის საწებელს ამზადებდნენ, თიხის ჭურჭელში ავარგებდნენ და სხვადასხვა სანელებლით აზავებდნენ. სწორედ ამ საწებელს უნდა ენათესავებოდეს გებჟალია, რომელიც სულგუნის მზადებისას დარჩენილი წვენის, რძის ან მაწვნის სოუსისგან მზადდება შიგ პიტნითა და სანელებლებით შეზავებული სულგუნი უნდა ჩააწყოთ.

ინგრედიენტები: 

  • ჭყინტი სულგუნი – 1 კგ
  • რძე – 1 ლ
  • მაწონი – 1 ლ
  • ნადუღი – 450 გ
  • არაჟანი – 150 გ
  • პიტნა – 50 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 15 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჩაასხით რძე დიდ ქვაბში და შიგ საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი ჭყინტი სულგუნის ნაჭრები ჩაყარეთ. რძე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. ყველი დარბილდება და გაიწელება.
  2. როდესაც მასა ცომს დაემსგავსება, გადაიტანეთ ბრტყელ ზედაპირზე და გააბრტყელეთ დაახლოებით 0,4 სმ სისქის ფირფიტად. ზემოდან დაადეთ მასა, რომელიც მომზადებულია დაკეპილი პიტნის, ნადუღის, მარილის, არაჟნისა და დაღერღილი წიწაკისგან.
  3. გაბრტყელებული ყველი რულეტივით გადაახვიეთ და ჩადეთ ათქვეფილი მაწვნის მასაში, რომ არ გამოშრეს.
  4. მიირთვით ცივად.