უგემრიელესი ბურგერი კარტოფილთან ერთდ ღუმელში

811

ამ ბურგერების სადღესასწაულო მაგიდაზე გამოჩენა ყველას ძალიან უხარია, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

თან მარტივი მოსამზადებელია, რაც ჩემთვის უმნიშვენლოვანესია.

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში 800გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • ფუნთუშა გემოვნებით
  • ხახვი 2 ცალი
  • ჩედერი 250გ
  • კარტოფილი 500გ
  • კარაქი 100გ
  • მაიონეზი და პომიდვრის სპუსი გემოვნებით

მომზადება

1.ფარში მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და კარგად მოზილეთ ხელით.

2.მიეცით კატლეტების ფორმა და შეწვით მშრალ ტაფაზე.

3.ოთხი წკირი შეატყუპეთ. წკირზე დაბლითა მხრიდან დაამაგრეთ ნახევარი ხახვი და ფუნთუშა.

4.ძირს დამაგრებულ ხახვს მოახსენით რამდენიმე რგოლი და ფუნთუშეის თავზე დაამაგრეთ. შემდე – მეოთხედი ბულგარული წიწაკა. ყველი და კატლეტი. ამ მეთოდით ააწყეთ კერძი.

5.კონსტრუქცია გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე. გვერდით მოულაგეთ გათლილი და დაჭრილი კარტოფილი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

6.მოასხით მდნარი ყველი.

გემრიელად მიირთვით!