ყველის სუპი კარტოფილით – მეზობლები არომატმა შემოიტყუა ჩემთან

1956

ეს არის კლასიკური რეცეპტი, რომელიც შეუდარებელი გამოდის. როგორც ამბობენ ყველაფერი გენიალური მარტივია. საოცრად არომატული სუპი საფრანგეთის დახვეწილი სამზარეულოს ნაწილია. ბებია მას ყოველ კვირას ამზადებდა. იმის მიუხედავად, რომ ბებო არ იყენებდა ძვირადღირებულ ინგრედიენტებს მისი სუპი გამოდიოდა საოცარი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქოს კარტოფილს საქონლის ხორცთან ხარშვადნენ, მაგრამ ხორცი ამ სუპის რეცეპტში ნახსენებიც კი არ არის.

ყველაფერი კარტოფილის დამსახურებაა! მაში შემავალი სახამებელი ბარხატისებური კონსისტენციის არის. არომატზე მოთუშული ბოსტნეულია პასუხისმგებელი. მდნარი ყველი ამ ყველაფერს აგვირგვინებს.

ინგრედიენტები

  • სოკო 300გ
  • კარტოფილი 480გ
  • ხახვი 120გ
  • სტაფილო 60გ
  • მდნარი ყველი 2 ცალი
  • წყალი 1,2ლ
  • მარილი
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. მოხარშეთ მითითებულ რაოდენობა წყალში მარლთან ერთად 15 წუთი ადუღების შემდეგ.

2.ამასობაში დაჭერით ხახვი და სოკო, მოთუშეთ ზეთში გახეხილ სტაფილოსთან ერთად.

3.მოთუშული მასა დაუმატეთ კარტოფილს და აადუღეთ ბულიონი.

4.სუპს დაუმატეთ გახეხილი ყველი და მოამზადეთ 7 წუთი.

მეტი არომატულობისთვის შეგიძლიათ მოახეხოთ ცოტა პარმეზანი, მაგრამ მის გარეშეც სუპი შეუდარებელი გამოდის. ხოლო სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი. ტყის სოკო მეტად მოუხდება, თეთრი – მშრალი კი განსაკუთრებით.

გემრიელად მიირთვით!