უგემრიელესად მომზადებული ისპანახის მხალი

781

“წინა დღეს მე გამიმართლა, რომ კეთილშობილურ ჯენტლმენს შევხვდი. მე ჩემი ნათლულის სახლიდან ვბრუნდებოდი და ტაქსის ველოდი პატარა (მაგრამ ძალიან ლამაზი) ქართული კაფის შესასვლელთან. ამ დროს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, აღნიშნა, რომ  კარგი ადგილი ავირჩიე და ქართული სამზარეულოს ტრადიციებზე დაიწყო საუბარი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, სწრაფად ჩავერთე საუბარში, რადგან მამაკაცის ამბავი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ტაქსიც მალე მოვიდა, მე უნდა წამოვსულიყავი, რის გამოც სინანულით დავემშვიდობე ჩემს თანამოსაუბრეს. აღმოჩნდა, რომ ისიც სახლისკენ მიემართებოდა და ჩვენი სახლის გზები ემთხვეოდა. გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით და ტაქსის გადასახადი გაგვეყო.ჩვენი მოგზაურობის დროს ბევრი საინტერესო ნიუანსი გავიგე, ტრადიციული ქართული კერძების მომზადების შესახებ. რაც ყველაზე მეტად გამაკვირვა იყო ის, თუ რამდენად ადვილი იყო ჩემი საყვარელი მწვანე კერძის მომზადება, სახელწოდებით “მხალი”.”

ინგრედიენტები

  • 5კგ ისპანახი
  • 25 ჩაის კოვზი დაფქული ქინძი
  • 100გრ ბერძნული კაკალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5გრ უცხო სუნელი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1.უპირველეს ყოვლისა, ისპანახი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ ჩადეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი. ხის კოვზის გამოყენებით ისპანახს ოდნავ დააწექით ისე, რომ იგი მთლიანად წყალში ჩაიძიროს. ვაჩერებთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ამოვიღებთ და ვყრით თუშფალანგში.

2.როდესაც ისპანახი გაცივდება, ნაზად გაწურეთ ,რომ ჭარბი წყლის მოშორება შეძლოთ.

3.შემდეგ მოათავსეთ ისპანახი ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში და დააქუცმაცეთ. იგივეს ვაკეთებთ ნიგვზის და ნიორის შემთვევაშიც. შეგიძლიათ ცოტა ექსპერიმენტი ჩაატაროთ, ხახვი, ქინძი ან თუნდაც კომბოსტო დაამატოთ .

4.შემდეგ, დაამატეთ ყველა სანელებელი მიღებულ მასას და კარგად მოურიეთ. ახლა კი რჩება მხოლოდ მისი ფორმირება.

5.დაისველეთ ხელები გრილი წყლით, აიღეთ ნარევი და გააკეთეთ ბურთები. ბოლოს კი შეგიძლია დეკორაციის სახით დაამატოთ ბროწეულის მარცვლები. მხალი მზადაა !!

გემრიელად მიირთვით!