ტორტი “პრაღა”: ნაზი ბისკვიტი დადაუვიწყარი გემო

1948

ტორტი პრაღა, სსრკ-ს დროს, ტორტი “ზახერის” მიბაძვისას შეიქმნა. მის მომზადებას 2.5 საათი სჭირდება, საშუალო სირთულისაა და შეიცავს 445 კკალ-ს 100 გრამში.

ტორტი “პრაღა”

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გ 10-15%-იანი არაჟანი
  • 0.5 ჭიქა არაყი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 4 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 გ შედედებული რძე შაქრით
  • 2 კვერცხი

ინგრედიენტები გლაზურისთვის

  • 200 გ შოკოლადი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 150 გ ნაღების კარაქი
  • 2 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 100 გ შედედებული რძე შაქრით

მომზადება

1. დაყავით კვერცხი. ათქვიფეთ ცილები მიქსერით (2წთ). დაუმატეთ შაქარი, შედედებული რძე, არაჟანი და თქვიფეთ კიდევ 3 წუთით. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები, სანამ თეთრ მასას არ მიიღებთ.

2. ფქვილი, გამაფხვიერებელთან და კაკაოსთან ერთად, გაცეროთ დიდ თასში. ნელა შეურიეთ ცილის მასა ათქვეფილ გულებსა და ფქვილს. მოურიეთ მსუბუქი მოძრაობებით, ქვემოდან ზემოთ.

3. გააცხელეთ ღუმელი 200°С-ზე. 25 სმ დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი ან კარაქი. მოქასხით ცომი, შედგით ღუმელში 1 საათით.*

4. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ მიქსერით დარბილებული კარაქი კაკაოსთან ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(1წთ). დაუმატეთ შედედებული რძე და კიდევ 2 წთ თქვიფეთ. თუ კრემი, თქვენი აზრით, საკმარისად ტკბილი არაა, დაუმატეთ შაქრის პუდრა ან სიროფი გემოვნებით.

5. გამოიღეთ მზა ბისკვიტი ღუმელიდან. დადგით ფორმა სველ პირსახოცზე, ზემოდან დაახურეთ მშრალი, სუფთა ქსოვილი. გაგრილებული ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით 3 ერთი სისქის ბისკვიტად. გაჟღინთეთ არაყით ბისკვიტები.

6. ორ ბისკვიტს ზემოდან კრემი წაუსვით და დაალაგეთ ერთმანეთზე, დაახურეთ მესამე ფენაც. ზედა ფენის დაკრემვა საჭირო არაა.

7. შოკოლადი დატეხეთ პატარა ნაჭრებად, ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაადგით მდუღარე წყლით სავსე ქვაბს ზემოდან. როცა შოკოლადი დონას დაიწყებს, წაუსვით იგი ტორტის კიდეებსა და ზედაპირს.

8. შედგით მაცივარში ტორტი მინიმუმ 3 საათით. დარჩენილი შოკოლადით ჭურჭელიც შედგით მაცივარში. როცა იგი გაიყინება, დატეხეთ დანით. მორთეთ ტორტი შოკოლადის ნამცეცებით.

გემრიელად მიირთვით!