იაპონური ფენქეიქ – სუფლე

1448

იაპონური კულინარია მუდამ საინტერესოა. მათ შეუძლიათ უბრალო კერძი დელიკატესად აქციონ. ძალიან მიყვარს მათი კულტურა და კულინარა.

ეს დესერტი გამოდის ძალიან ნაზი და ფაფუკი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 1 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით
  • ხორბლის ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 20გ
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი.

მომზადება

  1. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული ათქვიფეთ რძესთან, მარილთან, ვანილთან და ფქვილთან ერთად. მასა უნდა გამოგივიდეთ არაჟნისებური.
  2. ათქვიფეთ ცილა ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად.
  3. ცილას დაუმატეთ კვერცხის გული. უნდა მიიღოთ კრემისებური მასა.
  4. შეწვით ტაფაზე 15 წუთი თითოეული მხრიდან.
  5. გემრიელად მიირთვით!