როგორ მოვამზადოთ ფუნთუშები ძეხვით

1340

ფუნთუშები ძეხვის შიგთავსით იდეალური ალტერნატივაა სენდვიჩებისთვის! ეს ფუნთუშები შეგიძლიათ ბავშვებს სკოლაში გაატანოთ ჩვეულებრივი სენდვიჩის ნაცვლად, ან პიკნიკზე წაიღოთ. ეს წასახემსი ორიგინალურად გამოიყურება და თავისი ფორმის წყალობით მაშინვე იპყრობს ბავშვებისა და ზრდასრულების ყურადღებას.

ფუნთუშები ძეხვით

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამადოთ გემრიელი ფუნთუშები ძეხვით. შიგთავსი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ძეხვი
  • 500 გრ ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 75 გრ კარაქი
  • 30 გრ მშრალი საფუარი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • სეზამი ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი

1. თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი და მარილი. კარგად მოურიეთ.

2. გაადნეთ კარაქი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ დაუმატეთ საფუარისა და რძის ნაზავს, მოურიეთ. შემდეგ ნაზავს 1 ცალი კვერცხი დაუმატეთ და კვლავ მოურიეთ.

3. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ცომს ხელსახოცი და 1,5 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

4. მაგიდის ზედაპირზე მოაბნიეთ ფქვილი, ცომი გაყავით ორ ნაწილად. ორივე ნაჭერი გაიყვანეთ 0,5 სმ თხელ ფირფიტად. მოიმარჯვეთ მრგვალი ჭურჭელი, რომლის დიამეტრი ოდნავ აღემატება ძეხვისას და მისი მეშვეობით ცომისგან წრეები გამოჭერით.

5. მოხარშული ძეხვი დაჭერით 0,5 სმ სისქის წრეებად. ფუნთუშებისთვის ფორმის მისაცემად, ცომის წრეზე დაადეთ ძეხვის ნაჭერი, ზემოდან ცომის მეორე ფირფიტა დაადეთ, შემდეგ კვლავ ძეხვი და ბოლოს კვლავ ცომის ფირფიტა. ფუნთუშას კიდეები თითით შეაწებეთ.

6. ბასრი დანით მონიშნეთ 8 სექტორი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გაჭერით მონიშნული ხაზები ცომის ცენტრამდე.

7. ორი ერთმანეთთან ახლომდებარე სექტორი ერთმანეთისგან საპირისპირო მიმართულებით გადაგრიხეთ, ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. იგივე გააკეთეთ დანარჩენ სექტორთან.

8. ფუნთუშებს შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმები მისცეთ, თქვენი სურვილის მიხედვით. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მასზე მზა ფუნთუშები დაალაგეთ. გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. გასაფორმებლად შეგიძლიათ სეზამი მოაყაროთ.

გამოაცხვეთ ფუნთუშები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

სულ ესაა, ფუნთუშები ძეხვით მზადაა. გემრიელად მიირთვით!