საფუარის ცომის მომზადების სურვილის არ ქონა სავსებით გასაგებია. ვფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესია, რომელიც ძალას გვართმევს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გარწმუნებთ, რომ ცომეულის ხშირად მომზადება მოგინდებათ, რადგან ეს მარტივი და სწრაფია!
მთავარია, რომ საფუარის ცომი სწორად მოზილოთ. კვერცხის და ზეთის დამატება საჭირო არაა. მხოლოდ მაიონეზი დაგჭირდებათ. ამ ინგრედიენტით ცომი იდეალური, საოცრად რბილი და ნაზი გამოდის.
საფუარის ცომი მაიონეზით სხვადასხვა კერძში
რეცეპტს ნამდვილად უნივერსალური შეგიძლიათ უწოდოთ. ამ საფუარის ცომიდან შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელი, ფუნთუშა, პიცა და კვერი. მისგან სინაბონები შეუდარებელი გამოდის. პირდაპირ პირში დნება. ეს ყველაფერი მაიონეზით მომზადებული მდიდრული ცომის წყალობით, რომელიც მომზადების სიმარტივით გვაოცებს. შევამოწმოთ?
ინგრედიენტები:
- 150 გ მაიონეზი
- 1 ჭიქა წყალი
- 2 ს/კ შაქარი
- 4 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 15 გ საფუარი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. შაქარი, მარილი და საფუარი თბილ წყალში გახსენით. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
2. როცა საფუარი გაიხსნება, მიღებულ ნარევს მაიონეზი დაუმატეთ.
3. თანდათან გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. 1,5 საათით სითბოში გააჩერეთ.
4. ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ. რამდენიმე წუთით ჩაზილეთ.
ცომი გამოყენებისთვის მზადაა! მისგან ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოაცხოთ. მაგალითად, დიდებული პიცა. თან სწრაფად მზადდება. ცომი თხელ მრგვალ ფირფიტად გააბრტყელეთ. შემდეგ კიდეებში მაიონეზი წაუსვით, გადაკეცეთ და მსუბუქად დააჭირეთ. პიცის ბაზა უკვე არის. საყვარელი სოუსი წაუსვით. ლორი, კიტრის მწნილი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით. ხმელი ყველი და მოცარელა გახეხეთ. აურიეთ. ჯერ ცომს ხორცის ფენა და ბოსტნეული დაუმატეთ, შემდეგ ყველის ნარევი. სურვილისამებრ კიდევ რამდენიმე რუკოლის ფურცელი დაუმატეთ. პიცა 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!