დღეს საუკეთესო შეფები გაგიზიარებენ მათ ხერხებს ცომის დასაწნელად – ისწავლე პროფესიონალებისგან!

985

როცა სახლში ბავშვები გყავს, აუცილებელია გაამრავალფეროვნო და გაახალისო მათთვის მომზადებული კერძები. თუ თქვენი შვილებს არ უყვართ სახლში გამომცხვარი ფუნთუშები, ამის შემდეგ აუცილებლად შეუყვარდებათ. ~

ბებია ყოველთვის გვიცხობდა დაწნილ ფუნთუშებს. . . ახლაც მახსოვს მათი საოცარი სურნელი.

ეს რეცეპტიც სწორედ მან გამანდო, დამიჯერეთ ამ რეცეპტმა დროის გამოცდა წარმატებით რააბარა.

შედეგი ნამდვილად გასაოცარია, საკუთარი საცხობის გახსნაზე სერიოზულად დაფიქრდებით!

ცომის ფიგურები

დღეს დამწყებ დიასახლისებს დაგეხმარებით ცომის დაწნაში.

ცომი უგემრიელესია, ფაფუკია, ელასტიურია.

ინგრედიენტები

  • 250გ რძე
  • 15გ საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 30გ შაქარი
  • 440გ ფქვილი
  • 30გ კარაქი
  • 2გ მარილი

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ კვერცხი, 15გ საფუარი, მარილი, შაქარი და გამღვალი კარაქი. კარგად მოურიეთ.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ცომს. მოზილეთ ცომი ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით.

3.ცომს დააფარეთ პირსახოცი და შეინახეთ თბილ ადგილას.

4.მზა ცომი ჩაზილეთ და დაანაწევრეთ. მე გავყავი 3 ნაწილად.

5.თითოეული ნაწილი დაამუშავეთ და მიეცით მოგრძო ფორმა.

6.ჯერ დაბწენით ერთი მხრიდან, შემდეგ გადმოაბრუნეთ და მეორე მხრიდან გაიმეორეთ იგივე.

7.არსებობს მეორე ხერხიც. ამ მეთოდით ნაწნავი ერთი მხრიდან იწნება.

8.მზა ფუნთუშები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. ფუნთუშებს წაუსვით კვერცხი.

9.ფუნთუშები მოათავსეთ 30-45 წუთი თბილ ადგილას.

10.გამოცხობის წინ კიდევ ერთხელ წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სიმითის მარცვლები ან ყაყაჩო.

11.გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!