სწრაფი ნამცხვარი კვერცხის გარეშე რძეზე

2106

კვერცხის გარეშე დესერტის მომზადება შედარებით მარტივია, რადგან არ გიწვთ მისი თქვეფა, ცომი გამოვა მეტად ელასტიური და რაც მთავრია ნაკლებად კალორიული გამოვა. რძეზე მომზადებული ნამცხვარი ძალიან უბრალო და გემრიელია. ის ძალიან უხდება ცხელ სასმელებს.

ძალიან ლამაზი და ორიგინალურია ამ ნამცხვის კექსის ფორმაში მომზადება, რადგან ის თნაბრად ცხვება და მარტივი დასაჭრელიცაა.

სწრაფი ნამცხვრისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • რძე 1 ჭიქა
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • ნებისმიერი ჯემის სიროფი 0,5 ჭიქა
  • ცხიმიანი ნაღები 0,5 ჭიქა
  • საკვები სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • ლიმონის მჟავა 0,3 ჩაის კოვზი

მომზადება

1.თავდაპირველად შეაერთეთ ცხიმიანი ინგრედიენტები – რძე, სიროფი, ნაღები და ლიმონის მჟავა.

2.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.

3.ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დუმატეთ დარიჩინი და სოდა, მოურიეთ თხელი მასის მიღებამდე. ჩაასხით ფორმაში და დაელოდეთ 3 წუთი.

4.მოათავსეთ ღუმელის ცენტრში და 200 გრადუსამდე აიყვანეთ ტემპერატურა

5.დაახლოებით 25-30 წუთში ნამცხვარი მზად იქნება, მაგრამ ეს ყველასთვის ინდივიდუალურია. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დაუძახეთ მეზობლებს ყავაზე. გემრიელად მიირთვით!