მთელ მთა ფუმფულა დონატებს წყალზე ვამზადებ. უფრო ხრაშუნა გამოდის, ვიდრე ერბოზელილი

1125

დონატები ერთ–ერთი უგემრიელესი და ნოყიერი დესერტია. აუცილებელი არაა დესერტი მოამზადოთ, რადგან შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩვეულებრივ, რძეზე და კარაქით ამზადებენ, ზოგჯერ კვერცხით. მარხვის პერიოდში დონატები ამ ინგრედიენტების გარეშე წყალზე შეგიძლიათ მოამზადოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ დონატები წყალზე.

როგორ მოამზადოთ დონატები წყალზე

მარტივი რეცეპტია. მარხვის პერიოდში დონატებს ჩაიზე მისაყოლებლად ხშირად ვაკეთებ. მთავარი ღირსება ისაა, რომ უფრო ხრაშუნა გამოდის, ვიდრე რძით ან კარაქით მოზელილი. რამდენიმე ნიუანსი და ხრიკი არსებობს, რომლებიც უნდა დაიცვათ, რომ გემრიელი დონატები მიიღოთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხორბლის ფქვილი
  • 150 მლ წყალი
  • 3 ს/კ შაქარი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • 20 გ საფუარი
  • 80 მლ მზესუმზირის ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. საფუარი, შაქარი და რამდენიმე სუფრის კოვზი ფქვილი თბილ წყალში გახსენით. კარგად აურიეთ, რომ ცომის ხაში მიიღოთ. მასა ბუშტებით უნდა დაიფაროს. სასურველია, სითბოში გააჩეროთ.

2. დარჩენილი ფქვილი წვრილ საცერში გაცერით, მწიკვი მარილი დაუმატეთ და აურიეთ.

3. როცა ცომის ხაში ოდნავ ამოვა და ზომაში გაიზრდება, მცენარეული ზეთი დაუმატეთ, აურიეთ და თანდათან ფქვილი დაუმატეთ.

4. ლიმონის ცედრა დაუმატეთ, თუ დამატებითი გემოს შეძენა გსურთ.

5. ცომი მოზილეთ. რბილი და ელასტიური უნდა გამოვიდეს.

6. ცომი სითბოში გააჩერეთ, პირსახოცი დააფარეთ. 30 წუთი მოიცადეთ, რომ მოცულობაში 2–ჯერ გაიზარდოს, შემდეგ ჩაზილეთ.

7. ცომიდან ზოლები გამოძერწეთ და მათგან რგოლები გააკეთეთ. თუ დრო ან სურვილი არ გაქვთ, ზოლები უბრალოდ დაჭერით ისე, რომ მრგვალი მთელი დონატები მიიღოთ.

8. ღრმა ტაფა ან ფრიტიური აიღეთ. მცენარეული ზეთი კარგად გააცხელეთ. იმდენი ზეთი ჩაასხით, რომ დონატები მაქსიმალურად დაიფაროს.

9. დონატები საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემწვარი დონატები ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

10. დონატების შეგრილებას დაელოდეთ და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. უმეტეს შემთხვევაში, ეს საკმარისია. დონატები საკონდიტრო შპრიცის გამოყენებით ჯემით შეგიძლიათ გაავსოთ ან ზემოდან სიროფი ან ცხელი შოკოლადი მოასხათ.

კიდევ ერთი საიდუმლო. ბევრი დონატი არ გააკეთოთ. ცომი მაცივარში 1 დღით შეგიძლიათ შეინახოთ. იმდენი მოამზადეთ, რამდენსაც შეჭამთ და სუფრაზე ოდნავ თბილი გაიტანეთ. ასე საოცრად ხრაშუნა ქერქს შეინარჩუნებს.