სტუმრებს მადა რომ აღვუძრა, სუფრაზე სალათი „ჰოლანდიური“ გამაქვს

338

სუფრაზე მოხარშული კარტოფილი ქაშაყის ნაჭრებთან ერთად აღარ გამაქვს. მის ნაცვლად უმი სტაფილოს სალათს ქაშაყით ვამზადებ. სალათი საახალწლო სუფრაზე შესანიშნავი წასახემსებელი იქნება. წყლის შავი კურდღელი, 2023 წლის მფარველი, ნამდვილად ღირსეულად დააფასებს.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სტაფილოს სალათი „ჰოლანდიური“.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ქაშაყის ფილე
  • 2 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 100 გ დაკონსერვებული ბარდა
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • მარილი, წიწაკა, პაპრიკა, ხმელი ნიორი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ხახვი გაასუფთავეთ და ძალიან წვრილად დაჭერით. ხახვი ქვაბში მოათავსეთ, რომ დამარინადდეს.

2. ხახვს წყალი დაუმატეთ ისე, რომ ოდნავ დაიფაროს. 2 ჩ/კ ძმარი და 2 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და დასამარინადებლად გააჩერეთ.

3. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილად ან კორეულად გახეხეთ. სტაფილო თეფშზე გადაიტანეთ. ზემოდან მარილი და საყვარელი სანელებლები მოაყარეთ. მაგალითად, პაპრიკა და მუსკატის კაკალი. კორეული სტაფილოს სანელებლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

4. ნებისმიერი თევზი გამოგადგებათ, მაგრამ ნაკლებად მარილიანი ქაშაყით ყველაზე გემრიელია. თხელ ზოლებად დაჭერით. ქაშაყი თასში მოათავსეთ.

5. ქაშაყს დაკონსერვებული ბარდა, სტაფილო და ხახვი დაუმატეთ. ხახვი სითხისგან წინასწარ დაწურეთ და ოდნავ გარეცხეთ. სალათს მცენარეული ზეთი მოასხით და მარილი მოაყარეთ. აურიეთ. სალათი ცოტა ხნით გააჩერეთ.

6. სუფრაზე გატანის წინ დაქუცმაცებული მწვანე ხახვი მოაყარეთ. მწვანე ხახვის ნაცვლად კამა შეგიძლიათ გამოიყენოთ. აი, ოხრახუში არ გამოგადგებათ. გემრიელად მიირთვით.

სალათი უმი სტაფილოთი და ქაშაყით სუპერ მარტივად მზადდება. არაფრის მოხარშვა საჭირო არაა, ხოლო ქაშაყს უკვე მზას ყიდულობთ. ხახვით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ: წითელი ხახვი ან ხახვი შალოტი სცადეთ. სტუმრებს მადა რომ აღუძრათ, სალათი „ჰოლანდიური“ სუფრაზე გაიტანეთ. შეუდარებელი გემო აქვს.