სიმსუყის მიუხედავად ყველაზე მსუბუქი სუპი, მეორე დღეს ქვაბი ყოველთვის ცარიელი დაგხვდებათ.

3052

მე სუპების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მათი მირთმევა შემიძლია როგორც სადილზე, ისე ვახშამზე, პირველ და მეორე კერძადაც. დედაჩემი ბავშვობიდან მაჩვევდა, რომ ცხელი სუპი ყოველდღე უნდა ვჭამო, რადგან ეს სასარგებლოა. თუმცა, ბავშვებსა და ქმარს პირველი კერძი ძალიან არ უყვართ. მათ გადმოსაბირებლად მომიხდა უამრავი რეცეპტის სწავლა. რჩეულთა შორისაა მსუბუქი, თითქმის დიეტური სუპი ყველის ბურთულებისგან.

კერძის დიეტური ვარიანტია მისი წყალზე ან ბოსტნეულის ბულიონზე მომზადება. უფრო მსუყე გამოდის ქათმის სუპი ყველის ბურთულებითა და ქათმის ნაჭრებით. მომზადების მეთოდის მიუხედავად, სუპი ყოველთვის გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები სუპისთვის

  • 2.5 ლ ქათმის ბულიონი ან წყალი
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 5 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწვანილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები ყველის ბურთულებისთვის

  • 100 გ ჰოლანდიური ყველი
  • 1 კვერცხი
  • 100-130 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. რბილი კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

დაიწყეთ ყველის ბურთულების მომზადებით. დახეხეთ ყველი წვრილად, დაუმატეთ კარაქი, ფქვილი, კვერცხი და მარილი. მოურიეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით.

სანამ ცომი მაცივარშია, დაჭერით კარტოფილი კუბებად და ჩაყარეთ მდუღარე ბულიონში. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. სტაფილო და ხახვი დახეხეთ, ოდნავ შეწვით ზეთზე და დაუმატეთ სუპს


ამავდროულად, გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და მოამზადეთ პატარა ბურთულები ტყის თხილის ზომისა(უფრო დიდები არ მოიხარშება).

სათითაოდ ჩაყარეთ სითხეში. მოურიეთ და ხარშეთ სუპი კიდევ 5-10 წუთით(ბურთულების მზადყოფნამდე).

როცა ბურთულები მზად იქნება, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და გამორთეთ ცეცხლი. დაასხით გემრიელი სუპი თეფშებზე და მორთეთ მწვანილებით.

გემრიელად მიირთვით!