სპაგეტი ბოლონეზეს ყველაზე მარტივი რეცეპტი

2135

ეს გახლავთ სპაგეტის მომზადების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი ცნობილი რეცეპტის მიხედვით. აუცილებლად მოგეწონებათ თქენც და თქვენს მეგობრებსაც!

ინგრედიენტები

  • 350 გრ სპაგეტი
  • 150 გრ ბეკონი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ქილა ტომატი საკუთარ წვენში
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 5 ც ქამა სოკო
  • 8 ც კაპერსი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • მარილი, პაპრიკა გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა ტაფაში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და ბეკონი.
  2. დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სოკო და კაპერსები.
  3. ცალკე მოხარშეთ სპაგეტი.
  4. დაუმატეთ ტაფაში ტომატი, მწვანილი და სუნელები, მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ განმავლობაში.
  5. სოუსში დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი. კარგად მოურიეთ და კიდევ 7 წთ მოამზადეთ.

მოაყარეთ სპაგეტის გახეხილი ყველი და მიირთვით ცხლად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპი მეგობრებს!