სახლში მომზადებული კანფეტები – 5 საუკეთესო რეცეპტი

2102

რეცეპტი #1

ინგრედიენტები:

  • ხმელი გარგარი – 5 ცალი
  • ნიგოზი 5 ცალი
  • თაფლი 1/2 სუფრის კოვზი
  • რძე 1 სუფრის კოვზი
  • მწარე შოკოლადი 70-90გ
  • კაკაო, სეზამის მარცვლები – დეკორისთვის

მომზადება

  1. მწარე შოკოლადი დატეხეთ და რძესთან ერთად გაალღვეთ (ელექტო ღუმელში ან წყლის აბაზანაზე).
  2. ნიგოზი და გარგარი წუვრილად დაჭერით (შეგიძლიათ დააბლენდეროთ).
  3. გამღვალ შოკოლადს დაუმატეთ ნიგოზი, გარგარი და თაფლი.
  4. გააგრილეთ და მიღებული მასა დააბურთავეთ.
  5. ისევ გააგრილეთ, ამოავლეთ კაკაოში და სეზამის მარცვლებში.

რეცეპტი #2

ინგრედიენტები:

  • გამოამშრალი ლეღვი 200-250გ
  • შოკოლადი
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი
  • კაკაო

მომზადება

  1. ლეღვი ჩაალბეთ ცხელ წყალში, გააგრილეთ (შეგიძლიათ გააშროთ ქაღალდის ხელსახოცით).
  2. გაალღვეთ შოკოლადი ცოტაოდენ კარაქთან ერთად.
  3. ლეღვი ჯვარედინად ჩაჭერით და წვრილად დაქუცმაცებული ნიგვზით ამოავსეთ.
  4. ლეღვი ამოავლეთ შოკოლადში.
  5. შოკოლადი გაგრილების შემდეგ, ამოავლეთ კაკაოში და მოაყარეთ ნიგოზი.
  6. რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში.

რეცეპტი #3

ინგრედიენტები:

  • 200გ გამომშრალი გარგარი
  • 200გ ქიშმიში
  • 200გ ფინიკი
  • 200გ მოხალული ნუში
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • სუფრის კოვზი თაფლი
  • მწიკვი მარილი
  • სეზამის მარცვლები

მომზადება

  1. 200გ გარგარი, 200გ ქიშმიში, 200გ ფინიკი გამოატარეთ ხორცსაკეპში.
  2. ბლენდერით დააქუცმაცეთ 200გ ნუში.
  3. დაუმატეთ ლიმონის წვენი, სუფრის კოვზი თაფლი და მწიკვი მარილი.
  4. მოურიეთ, დააბურთავეთ და ამოავლეთ სეზამის მარცვლებში.
  5. ისევ დაამუშავეთ ხელით, მაგრამ ამჯერად უფრო დეტალურად.
  6. გამომშრალი ხილის მებიმიერი კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რეცეპტი #4

ინგრედიენტები:

  • ქიშმიში
  • ფინიკი
  • ნუში

მომზადება

  1. ყველაფერი დააბლენდერეთ, მოათავსეთ პაკეტზე, მიეცით ფორმა და გააგრილეთ.
  2. დაჭერით სასურველ ნაჭრებად – ენერგეტიკული დესერტი მზად არის!

რეცეპტი #5

ინგრედიენტები

  • ხაჭო (9%) 300გ
  • ნიგოზი 50გ
  • ორცხობილა 150გ
  • შაქარი, ვანილი, კაკაო
  • შოკოლადი, კაკაო, დარიჩინი – ამოსავლებად

მომზადება

  1. გამოწურეთ ხაჭო, დაჭყლიტეთ ჩანგლით ან დააბლენდერეთ.
  2. დაუმატეთ შაქარი და ვანილი გემოვნებით.
  3. ასევე დაუმატეთ დაქუცმაცებული ორცხობილა და ნიგოზი.
  4. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. მიღებული მასას მიეცით კანფეტების ფორმა.
  6. ამოავლეთ შოკოლადში.
  7. მზა კანფეტები მოათავსეთ თქფშზე და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!