სადღესასწაულო ქათმის სალათი: ტორტივით ლამაზი და გემრიელია

285

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნოყიერ, გემრიელ და წვნიან სალათს შებოლილი ქათმით, სოკოთი და კიტრით. ქათმის სალათი სადღესასწაულოდ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ტორტივით გამოიყურება და სუფრიდან ძალიან სწრაფად ქრება.

ინგრედიენტები:

  • 350 გრ შებოლილი ხორცი (ბარკალი)
  • 2 კიტრი
  • 3 კვერცხი
  • 70 გრ მაიონეზი
  • 300 გრ მოხარშული ტყის სოკო
  • 1 ხახვი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი დაფქული წიწაკა
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. აუცილებელი ინგრედიენტები მოიმარაგეთ. კვერცხი მოხარშეთ. აქ, შებოლილი ქათმის ბარკალი გამოიყენება, მაგრამ გულმკერდიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

2. სოკო და ხახვი კუბებად დაჭერით, გაცხელებულ ტაფაზე ზეთში მსუბუქ შეწითლებამდე შეწვით.

3. მოხარშული კვერცხი წვრილ სახეხზე გახეხეთ. მაიონეზი დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. აურიეთ. სალათის ფენებს შორის სოუსად გამოიყენებთ.

4. კერძი სჯობს კულინარიულ რგოლში ააწყოთ. ამ შემთხვევაში 16 სმ დიამეტრის რგოლს ვიყენებთ. ბრტყელ თეფშზე დადეთ. შებოლილი ქათმის ხორცი კუბებად დაჭერით და რგოლში ჩაყარეთ. ზემოდან ½ კვერცხი–მაიონეზის სოუსი მოასხით.

5. კოვზით გადაანაწილეთ.

6. შემდეგი ფენა – ზოლებად დაჭრილი ახალი კიტრი, კვლავ 1/3 სოუსი.

7. ბოლო კომპონენტი: შემწვარი ხახვი და სოკო.

8. ზემოდან დარჩენილი სოუსი მოასხით და სუფრის კოვზი მაიონეზი დაუმატეთ. მაცივარში 3–4 საათით შეინახეთ. რგოლი მოხსენით და სურვილისამებრ გააფორმეთ. ქათმის სალათი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!