სადღესასწაულო სალათი 5 წუთში – ეს რეალობაა

2154

ახალი წლის დადგომასთან, ყოველი დიასახლისი სადღესასწაულო მენიუს ადგენს. საჭირო კერძების მოძიებასა და მაგიდის სერვირებას დიდი დრო მიაქვს, თავად მომზადებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჩვენ გაგიადვილებთ პროცესს და შემოგთავაზებთ სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას ღირსეულად დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 250 გრ დაკონსერვებული ქამა სოკო
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 250 გრ მჟავე კიტრი
  • მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ქათმის ფილე ოდნავ მარილიან წყალში, შემდეგ გააცივეთ.

2. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.

3. დაჭერით მცირე კუბებად სოკო, ქათმის ფილე, კიტრი და ყველი.

4. სასალათეში მოურიეთ ყველა ინგრედიენტი და შეანელეთ მაიონეზით, მარილით და შავი პილპილით.

მზა სალათი შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით, დაჭრილი სოკოთი ან დაამატოთ დაკონსერვებული სიმინდი ან ბარდა. გაუზიარეთ ამ გემრიელი სალათის რეცეპტი მეგობრებს!