არასოდეს გამისინჯავს ასეთი გემრიელი კომბოსტო… ძალიან მაგარი რეცეპტი

2569

მოთუშული კომბოსტო პოპულარული სასარგებლო და გემრიელი კერძია. ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, თუ როგორ შეიძლება ის საუცხოოდ გამოგივიდეთ, გახლავთ საკმარისი რაოდენობის ცხოველური ან მცენარეული ცხიმი პლიუს სუნელების სწორი ბალანსი, რომელიც არომატსა და სიცხარეს სძენს კერძს.

მოთუშულ კომბოსტოს ხშირად მოხარშულ კარტოფილთან ან ბრინჯთან მიირთმევენ. ზოგ კერძში ასეთი ინგრედიენტები ერთ ჭურჭელში მზადდება. „გასტრონომიამ“ კი გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ კომბოსტოსა და ხორცის კლასიკური რეცეპტი, მაგრამ ერთი პატარა ხრიკის – შემწვარი კარტოფილის დამატებით.

ინგრედიენტები

  • 1 თავი კომბოსტო
  • 4 ც კარტოფილი
  • 3 ც სტაფილო
  • 300 გრ საქონლის ხორცი
  • 3 კბ ნიორი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  •  ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 3 ს.კ. კარაქი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • ოხრახუში, კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ხახვი და კარტოფილი დაჭერით მსხვილ კუბებად, სტაფილო მსხვილად გახეხეთ, ნიორი წვრილად დაჭერით, კომბოსტო დაჭერით.
  2. ზეთში რიგ-რიგობით მოთუშეთ ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და კომბოსტო. მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა თასში.
  3. დაჭერით ხორცი კუბებად, შეწვით და დაუმატეთ ბოსტნეულს.
  4. წყალში დაუმატეთ ნიორი, დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, ძმარი, მარილი, შაქარი. ეს ნაზავი დაასხით ბოსტნეულსა და ხორცს, დაამატეთ კარაქი. ნელ ცეცხლზე მოთუშეთ 1 საათის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი.

ეს გახლავთ უნივერსალური რეცეპტი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. გაუზიარეთ იგი მეგობრებს!