ტრადიციული ქართული კერძი “ჩიხირთმა” – შეუდარებელი გემო

1658

ჩიხირთმა – ეს ქართული ტრადიციული სუპია, რომელსაც ქათმის ან ცხვრის ხორცისგან ამზადებენ. ხშირად წვნიანს ასქელებენ ფქვილით, ასევე უმატებენ ძმარს და კვერცხის გულს.

ინგრედიენტები

  • ქათამი 1 ცალი
  • კვერცხის გული 5 ცალი
  • ხახვი 250გ
  • ღვინის ძმარი 50მლ
  • გამღვალი კარაქი 100გ
  • შავი წიწაკა (მარცვალი) გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის ბულიონი, მომზადებამდე 30 წუთით ადრე დაუმატეთ, მწვანილი, დაფნა და წიწაკა.
  2. დაჭერით ქათამი.
  3. ხახვი გაასუფთავეთ და დააქუცმაცე, შეწვით ზეთში და დაუმატეთ ბულიონს, ხარშეთ 5-10 წუთი.
  4. ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული ძმართან ერთად და ჩაასხით ბულიონში. ფრთხილად მოურიეთ, რათა კვერცხის გული არ გასკდეს.
  5. მოხარშეთ ქათამი ბულიონში, მოაყარეთ ქინძი.

გემრიელად მიირთვით!