სადღესასწაულო სალათი, რომელიც 5 წუთში მზადდება – ეს რეალობაა

1594

ახალი წლის წინ ყოველი დიასახლისი ადგენს სადღესასწაულო მენიუს. საჭირო კერძების მოძიებას დიდი დრო მიაქვს, მათ მომზადებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ეს საქმე რომ გაგიადვილოთ, „გასტრონომიას“ რედაქციამ მოამზადა სწრაფად მოსამზადებელი სალათის რეცეპტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია დროის ეკონომიისთვისა და სიამოვნებისთვის.

 ინგრედიენტები

  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 250 გრ ქამა სოკოს მარინადი
  • 250 გრ კიტრის მწნილი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ქათმის ფილე ოდნავ მარილიან წყალში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.

2. დაჭერით ხახვი წვრილად, მოთუშეთ ზეთში.

3. სოკო, კიტრი, ყველი დაჭერით პატარა კუბიკებად.

4. ღრმა სასალათეში შეურიეთ ინგრედიენტები, შეაზავეთ მაიონეზით და სუნელებით.

მზა კერძი შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით, გახეხილი ყველით ან სოკოს ნაჭრებით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ სიმინდის კონსერვი. სალათი შესანიშნავი ხემსია სადღესასწაულო სუფრისთვის. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ მეგობრებს!