გამოცდილი დიასახლისები ბისკვიტს ამ ტექნოლოგიით აცხობენ: განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა…

1580

ტორტისთვის ცალ-ცალკე ფენების გამოცხობა შრომატევადი საქმეა. უფრო იოლია ერთი დიდი გამოაცხო და შემდეგ დაჭრა. “გასტრონომია” გთავაზობთ შოკოლადის ბისკვიტის რეცეპტს, რომელსაც დამწყები დიასახლისიც გაუმკლავდება, მთავარია, მიჰყვეთ ინსტრუქციას.

ამ ბისკვიტში შესანიშნავად ეხამება შოკოლადის მდიდარი გემო და ფერი, ასევე ნაზი ტექსტურა. კარგად იჭრება 3-4 ნაწილად და ნებისმიერი კრემი უხდება. სხვა მხრივ, ბისკვიტს არ სჭირდება დანამვა და დამოუკიდებელ დესერტადაც გამოდგება ჩაისთან.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 50 გრ კაკაო
  • კარაქი გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. განაცალკევეთ კვერცხის გულები და ცილა. ცილა შედგით მაცივარში, უკეთ რომ აითქვიფოს. გული ათქვიფეთ 100 გრ შაქართან.
  2. ათქვიფეთ ცილა ჯერ დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ მოუმატეთ. დაამატეთ დარჩენილი შაქარი სანამ კარგად არ აქაფდება.
  3. ათქვეფილი გული და ცილა შეურიეთ, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.
  4. დაასხით კარაქწასმულ ფორმაზე ცომი და შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
  5. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით. გააცივეთ ბისკვიტი ფორმაშივე, შემდეგ დაჭერით 3-4 ნაწილად.

ხშირად გაინებივრეთ თავი გემრიელი დესერტებით, მაოზმადეთ სიამოვნებთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!