როგორ შევინახოთ ტოლმა ზამთრისთვის-საინტერესო რეცეპტი!

2132

ბოსტნეული-წლის ნებისმიერ დროს კულინარიული იდეალია, რომლისკენაც ჩვენ ყველა უნდა მივისწრაფოდეთ. არ არის აუცილებელი, რომ ბოსტნეული პირდაპირ ბაღიდან მოვკრიფოთ, მთავარია მათი მომაზადების რეცეპტი იყოს უნივერსალური და ბევრი კერძისთვის შესაფერისი. მაგრამ რაც მთავარია რეცეპტი, რათქმაუნდა არ უნდა იყოს მოსაწყენი. სწორედაც, რომ საოცარ რეცეპტებს გიზიარებთ ჩვენი რედაქცია.

დამწნილებული ტოლმა ისევე შემიყვარდა, როგორც ბადრიჯანი, სოკო, კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული ზამთრისთვის. კომბოსტოს ფურცლები და სტაფილო, მწნილში მწარე პიკანტურ გემოს ღებულობენ. ჩვენ გთავაზობთ მთავარი ინგრედიენტების სიაში ჭარხლის დამატებას.

ინგრედიენტები

  • თეთრი კომბოსტო-1 ცალი
  • ნიორი-3 კბილი
  • ბულგარული წიწაკა-2 ცალი
  • ჩილის წიწაკა-1 ცალი
  • შაქარი-5 სუფრის კოვზი
  • სურნელოვანი წიწაკა-გემოვნებით
  • ძმარი-100მლ
  • სტაფილო-500გ
  • ჭარხალი-1 ცალი
  • ხახვი-1 ცალი
  • წყალი-1ლ
  • დაფნის ფოთოლი-2 ცალი
  • მარილი-2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.დასაწყისისთვის მოამზადეთ კომბოსტოს ფურცლები:კომბოსტო მოათავსეთ მიკროტალღურ რუმელში 10 წუთის განმავლობაში დაბალ სიმძლავრეზე, რადგან ფურცლები ადვილად მოხსნათ. შემდეგ მოხსენით ფურცლები და მოაჭერით უხეში და სქელი ნაწილები.

2.ვამზადებთ შიგთავსს. დასაწყისისთვის დაჭერით ყველა ინგრედიენტი:ხახვი-წვრილ კუბიკებად ან ნახევარ წრეებად, სტაფილო გახეხეთ საშუალო სისქეზე, წიწაკა-გრძლად, მწარე წიწაკა-წრეებად.

3.ხახვი მოთუშეთ ზეთში და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო და წიწაკა ჩილი. ცეცხლზე დატოვეთ და ურიეთ მის სრულ მომზადებამდე, გადაიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ მის გაგრილებას.

4.ბოსტნეულის ფარში გადაახვიეთ კომბოსტოში და ჩაალაგეთ გასტერილებულ ქილებში. დაუმატეთ ოხრახუში, ხოლო ცენტრში (ან გვერდებში) ჩაალაგეთ ჭარხალი.

5.ვამზადებთ მწნილს. 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ სურნელოვანი წიწაკა, მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და წამოადუღეთ. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ ძმარი და კარგად მოურიეთ.

6.მიღებული მასა ჩაასხით ტოლმით სავსე ქილებში, გააჩერეთ 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილად შეფუთეთ და დატოვეთ სრულ გაგრილებამდე. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას!

ჭარხლის ნაჭრები ამ კერძს შემატებს საოცარ ფერსა და გემოს, ამ კერძს შეგიძლიათ შეუცვალოთ შიგთავსი, და მასში მოათავსოთ ბრინჯი და ხორცი. სანელებლებიდან გამოგადგებათ მწარე წიწაკის რგოლები, ქინძი, კამა და სურნელოვანი წიწაკა, რათქმაუნდა ყველაფერი უნდა აირჩიოთ თქვენი გემოვნებით. დამწნილებულ კომბოსტოს ფურცლებზე გიჟდებიან უნგრეთში, მაგრამ ისინი შიგთავსად სტაფილოს ნაცვლად იყენებენ ღორის ხორცს.