ხაჭოკვერა, რომელსაც შეწვა არ სჭირდება. რეცეპტი ნებისმიერ კერძს დიეტურად აქცევს

776

ხაჭოკვერა გემრიელი ხაჭოს კერძია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. მათი შეწვის დროს უხვად ზეთის გამოყენება ყოველთვის უხერხულობაში მაგდებდა. ცხიმიანი და კალორიული საკვები საერთოდ არ მჭირდება.

სწორედ ამიტომ, ხაჭოკვერას ნაცვლად ხაჭოს მობრაწულას ვამზადებდი და მათ გულის ფანცქალით ვიხსენებდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა: ეს რეცეპტი შექმნილია სპეციალურად დიეტური სამზარეულოს მოყვარულებისთვის.

ხაჭოკვერა შეგიძლიათ წვეთი ზეთის გამოყენების გარეშე ღუმელში გამოაცხოთ. ის წარმოუდგენლად ნაზი, ჰაეროვანი და მადის აღმძვრელი გამოდის. აუცილებლად სცადეთ!

ხაჭოკვერა ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • მწიკვი ვანილი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 5 ს/კ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ მანანის ბურღული
  • 2 ს/კ კარაქი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • არაჟანი შაქართან ერთად სუფრაზე გასატანად

მომზადება:

1. ხაჭო, კვერცხი, შაქარი და ვანილი კარგად აურიეთ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დააბლენდეროთ, ასე ხაჭოკვერა კიდევ უფრო ნაზი გამოვა.

2. რბილი და თბილი კარაქი, არაჟანი და მანანის ბურღული ხაჭოს მასას დაუმატეთ.

3. კექსის ფორმებს ცხიმი წაუსვით და ნარევი ფორმებში ფრთხილად გადაანაწილეთ. ხაჭოკვერა სურვილის შემთხვევაში კაკლით გააფორმეთ. ამ მიზნით ნუშიც გამოგადგებათ.

4. ხაჭოკვერა 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ. კერძი ზუსტად 20 წუთით აცხვეთ.

5. როცა ხაჭოკვერა გაგრილდება, ფორმებიდან ამოღებას ადვილად შეძლებთ.

ხაჭოკვერა ძალიან გემრიელია ათქვეფილ ნაღებთან, არაჟანთან ან მურაბასთან ერთად. ახალი კენკრა, სიროფი, თაფლი, ცხელი შოკოლადი – ხაჭოკვერას შესანიშნავი თანამგზავრებია.

რა თქმა უნდა, თუ სრულად დიეტურ ვარიანტს აირჩევთ, სჯობს ხაჭოკვერა სუფრაზე უცხიმო არაჟანთან ან ცოტა თაფლთან ერთად გაიტანოთ. ექსპერიმენტებისთვის უსაზღვრო სივრცე გაქვთ!

რეცეპტი გამოადგება მათ, ვინც ცხიმიანი კერძებით აღფრთოვანებული არაა. ხაჭოკვერა კექსად თავისუფლად გადაიქცევა! იდეა მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.