სწრაფი რულეტი კარტოფილით და ყველით. ვახშამი 20 წუთში მზადაა

300

კარტოფილი გარნირის ერთ–ერთი მთავარი პროდუქტია. როგორ არ ვამზადებთ. პიურესთვის ვხარშავთ, სოკოსთან და სალასთან ერთად ვწვავთ, კარაქთან და სანელებლებთან ერთად ვაცხობთ. უჩვეულო კერძებიც გვხვდება, როგორიცაა რულეტი კარტოფილით. რეცეპტი ძალიან მარტივია, მაგრამ საოცრად გემრიელი და ნოყიერი გამოდის.

ხმელი ყველის, კარტოფილის, სტაფილოს, ხახვის და წიწაკის საფუძვლის და თხლად დაჭრილი ძეხვის კომბინაცია წარმოიდგინეთ. და ეს ყველაფერი ღუმელში გამომცხვარი. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ კარტოფილის რულეტი.

როგორ გამოვაცხოთ სწრაფი რულეტი კარტოფილით

თუ ბოსტნეულის რულეტში ახალი ჩილის წიწაკის დამატება გაშინებთ, ეს ინგრედიენტი გამორიცხეთ. ცოტა პიკანტური რომ გახადოთ და საყვარელი პროდუქტების გემო გააუმჯობესოთ, ნიორი დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 4 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ ხმელი ყველი
  • 1 სტაფილო
  • მარილი გემოვნებით
  • ჩილის წიწაკა გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 150 გ მოხარშული ძეხვი

მომზადების წესი:

1. კარტოფილი და სტაფილო გათალეთ და მსხვილად დაჭერით. ბოსტნეული მარილიან წყალში მომზადებამდე მოხარშეთ.

2. ხახვი კუბებად დაჭერით და ტაფაზე ზეთში შეწვით.

3. ჩილის წიწაკა წვრილად დაჭერით და ხახვს დაუმატეთ.

4. ბულგარული წიწაკა თესლისა და ძარღვებისგან გაწმინდეთ და კუბებად დაჭერით. ხახვს დაუმატეთ და დარბილებამდე შეწვით.

5. კარტოფილი და სტაფილო პიურეს მისაღებად დაჭყლიტეთ, შემწვარი ბოსტნეული დაუმატეთ და აურიეთ.

6. ხმელი ყველი კუბებად დაჭერით და ბოსტნეულის შიგთავსს აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

7. ბოსტნეულის შიგთავსი თხლად დაჭრილი მოხარშული ძეხვის ნაჭრებში გაახვიეთ.

8. საცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი წაუსვით და რულეტები დააწყვეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

მოხარშული ძეხვის ნაცვლად ლორი ან სხვა სახეობის ძეხვი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ აირჩიოთ. ეს ინგრედიენტი შეგიძლიათ გამოტოვოთ, თუ უხორცო კერძის მომზადება გსურთ. მის ნაცვლად კარტოფილის რულეტს გახეხილი ყველი მოაყარეთ. ცხელი კერძი სუფრაზე გარნირის გარეშე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!