როგორ მოვზილოთ გოგრის ცომი

1468

შემოდგომის ცომი – ეს არის ცომი გოგრისაგან, რომელიც ამ სეზონის ფავორიტი პროდუქტია. საოცარი გემო, გაჯერებული ყვითელი ფერი და ძალიან სასარგებლო, ვიდრე ჩვეულებრივი.

მისი დამატებითი პლიუსები იმაშია, რომ ის ძალიან მალე ფუვდება და არ ასდის დროჟის სუნი. მხოლოდ სასიამოვნო გოგრის სუნი. მისი მომზადების რეცეპტი საკმაოდ მარტივია.

გოგრის ცომი

ინგრედიენტები

  • 500გ გოგრია
  • 50გ დროჟი
  • 7 სუფრის კოვზი შაქარი
  • 7 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ან ფორთოხლის ქერქი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 400გ ფქვილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ გოგრა, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ. ათქვიფეთ ბლენდერით. თქვენ უნდა გამოგივიდეთ 500გ გოგრის პიურე.

2.დროჟი, შაქარი, კვერცხი, მცენარეული ზეთი, ვანილი და ქერქი ათქვიფეთ ბლენდერში.

3.აურიეთ ყველაფერი ერთად და მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ ოქროსფერი, რაც მთავარია არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე.

4.ცომს შეგიძლიათ მისცეთ ფუნთუშის, რგოლების და კრუასანების ფორმა. ან ღვეზელი ნებისმიერი შიგთავსით. გოგრის ცომს ყველაზე მეტად უხდება შიგთავსი ცოტა მომჟავო ხილისაგან: ვაშლი, ქლიავი, ალუბალი გარგარი.

5.ფორმირებული ცომი დაასვენეთ 5 წუთი. სურვილისამებრ წაუსვით მათ ათქვეფილი კვერცხი ან კვერცხის გული. შემდეგ დაალაგეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

ამ ცომისაგან შეგიძლიათ გამოაცხოთ უგემრიელესი პური. მოაყარეთ მათ გოგრის თესლი და გამოვა საოცრად გემრიელი ჯერძი. გემრიელად მიირთვით!