სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელი სოსისით

2663

“გასტრონომია” გთავაზობთ ღვეზელის რეცეპტს, რომელსაც გულგრილად ვერ შეხედავთ. ჯერ ერთი, მადისაღმძვრელად გამოიყურება, მეორეც – თავბრუსდამხვევი არომატი აქვს. ამ ღვეზელის მომზადება ადვილია, მირთმევა კი მოხერხებული, რადგან ულუფებადაა დაყოფილი.

შეარჩიეთ მომცრო და წვრილი სოსისები, რადგან დიდი ოდენობით ნაჭრები გამოგივათ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ ნებისმიერი გახეხილი მაგარი ყველი, რათა წელვადობის ეფექტი შესძინოთ.

ინგრედიენტები

  • 6 ს.კ. კარაქი
  • 1 ს.კ. ნივრის ფხვნილი
  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 500 გრ რძიანი სოსისი
  • 1 ჩ.კ. იტალიური ბალახები
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. გაჭერით შუაზე სოსისები. გაალღვეთ ცომი, გააბრტყელეთ და დაჭერით სოსისის რაოდენობის მართკუთხედები.

2. დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ბალახები, ნიორი და მარილი. მასის ნახევარი წაუსვით ცომის ნაჭრებს, შეახვიეთ სოსისები.

3. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, დაალაგეთ ნაწარმი ერთმანეთთან მყარად. თუ საცხობის დიამეტრი დიდია, ცენტრში დადგით ჭიქა წყალი.

4. ზემოდან წაუსვით დარჩენილი მდნარი კარაქის მასა. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

5. მიირთვით ცხლად.

მიირთვით ღვეზელი სოუსებთან: მარინარა, ტარტარი, მდოგვის. ნაჭრების მოტეხვა და სოუსებში ამოვლება მოსახერხებელია. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!