კერძები, რომლებიც წყლის ვეფხვის მოსაწონად საახალწლო ღამეს უნდა მოამზადოთ

999

როგორც შეხვდებით ახალ წელს, ისე გაატარებთ მთელ წელს! ყველაფერმა წარმატებით და ჰარმონულად რომ ჩაიაროს, წლის სიმბოლო, წყლის ვეფხვი უნდა გაახაროთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი კერძებით უნდა გააფორმოთ საახალწლო სუფრა 2022 წელს, რომ წყლის ვეფხვი ნასიამოვნები დარჩეს.

კუდიანი ცხოველი თავხედურად ხორცს ითხოვს, მაგრამ ყველა სახის არ მოსწონს. მაგალითად, საქონლის ხორცი ნამდვილად არ მოეწონება. ახალ წელს კერძებს 100%–ით ამ სიიდან მოვამზადებ!

საახალწლო სუფრა – 2022

ვეფხვი იმპულსური ცხოველია, რომლის განწყობა ძალიან სწრაფად იცვლება. მართალია, 2022 წელს წყლის სტიქია მოდის, ვეფხვის ხასიათი უფრო დამყოლი გახდება. ზედმეტად კატეგორიული არ იქნება და ბევრ რამეს გაგებით შეხვდება. ეს საახალწლო გაფორმებას და სუფრას ეხება.

წლის სიმბოლო, ვეფხვი, კერძების მიმართ ზედმეტად პრეტენზიული არაა. სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო სუფრა ყველა შესაძლო დელიკატესით და ეგზოტიკური კერძით არ შეავსოთ. ვეფხვს სიყვარულით მომზადებული მარტივი, ტრადიციული კერძები მოეწონება. სტუმრებიც ნასიამოვნები დარჩებიან. რამდენიმე შეზღუდვა არსებობს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ წელმა წარმატებულად ჩაიაროს.

ვეფხვი მტაცებელია, ამიტომ 2022 წლის საახალწლო სუფრაზე ხორცი აუცილებელია. ღორის, ქათმის, ინდაურის და კურდღლის ხორცი გამოგადგებათ. ხორცი შეიძლება იყოს განსხვავებული, რადგან უცნობია, რით ისურვებს ვეფხვი პირის ჩატკბარუნებას. აი, საქონლის ხორცზე სჯობს უარი თქვათ.

ერთი აღმოსავლური ლეგენდის თანახმად, ვარსკვლავურ ცაზე ვეფხვი და ხარი ერთმანეთს შეხვდნენ და იჩხუბეს. საშინელი ბრძოლა იყო, შედეგად, ხარმა გაიმარჯვა და ამით ვეფხვი დაამცირა. იმ დღიდან ორი ცხოველი მტრებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, გირჩევთ საქონლის ხორცი მენიუდან ამოიღოთ.

საახალწლო სუფრის მთავარი კერძი ხორციანი უნდა იყოს. გირჩევთ გამომცხვარი კანჭი მოამზადოთ.

ღორის კანჭი

ინგრედიენტები:

  • 2 კგ კანჭი
  • მდოგვის სოუსი
  • არარაფინირებული ზეთი
  • 10 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ნივრის ნაწილი (5 კბილი) ფირფიტებად დაჭერით. მეორე ნახევარი გახეხეთ.
  2. მდოგვის სოუსს არარაფინირებული ზეთი და გახეხილი ნიორი დაუმატეთ, აურიეთ.
  3. კანჭი გარეცხეთ, გაამშრალეთ, მარილი მოაყარეთ და დანით დასერეთ. ამ ჩანაჭერ ადგილებში ნივრის ფირფიტები ჩადეთ.
  4. ხორცს მარინადი წაუსვით და მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ.
  5. დილით დამარინადებული კანჭი გამოიღეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2,5 საათით აცხვეთ. პერიოდულად კანჭს გამოყოფილი წვენი მოასხით.

მთავარ კერძად შეგიძლიათ ღორის სტეიკი, ნეკნები თაფლში და ქათმის ფრთები სოუსში მოამზადოთ. ხორციანი კერძები მაიონეზის ბადით და შტოშის ან წითელი მოცვის კენკრით გააფორმეთ. კერძი შეგიძლიათ ოხრახუშის ან კამის ტოტებით გააფორმოთ. კატებს, თუნდაც ისეთ დიდს, როგორიც ვეფხვია, ბალახების ჭამა უყვარს!

სადღესასწაულო სუფრას ხორცის, ძეხვის და ყველის ნაჭრები აუცილებლად შემატეთ.

სტუმრების გასაოცებლად ხორცის ბურთები ფენოვან ცომში მოამზადეთ. მენდეთ, ძალიან გემრიელია!

ხორცის ბურთები ცომში

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქათმის ფარში
  • 1 ხახვი
  • 100 გრ ფენოვანი ცომი
  • 1 კვერცხის გული
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი დააქუცმაცეთ.
  2. თასში ქათმის ფარში, ხახვი და სანელებლები აურიეთ.
  3. სველი ხელით ფარშის ბურთები გააკეთეთ.
  4. ფენოვანი ცომი თხლად გააბრტყელეთ და თხელ გრძელ ზოლებად დაჭერით.
  5. ფენოვანი ცომის ზოლები ხორცის ბურთებს შემოახვიეთ. ზემოდან ათქვეფილი კვერცის გული წაუსვით.
  6. ბურთები ცომში 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით მომზადებამდე აცხვეთ.

2022 წლის სადღესასწაულო სუფრა სალათებს გვერდს ვერ აუვლის. ყურადღება მიაქციეთ, რომ სალათის მთავარი ინგრედიენტი ხორცი იყოს.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი „ვეფხვუნია“. დარწმუნებული ვარ, წლის სიმბოლოს თქვენი კრეატივი მოეწონება!

სალათი „ვეფხვუნია“

ინგრედიენტები:

  • 400 გრ კარტოფილი
  • 400 გრ სტაფილო
  • 3 კვერცხი
  • 200 გრ მოხარშული ძეხვი
  • 1 ხახვი
  • 1 კიტრი
  • მაიონეზი მოსასხმელად
  • ზეთისხილი გასაფორმებლად
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო წინასწარ მოხარშეთ.
  2. ძეხვი და კიტრი კუბებად დაჭერით.
  3. კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი წვრილ სახეხზე გახეხეთ. 1 კვერცხის ცილა გვერდზე გადადეთ, გასაფორმებლად დაგჭირდებათ.
  4. მოსახერხებელ თეფშზე სალათის ფენები გადაიტანეთ. თითოეულ ფენას მაიონეზი წაუსვით.
  5. პირველი ფენა – კარტოფილი, ვეფხვის სახის ფორმა მიეცით. მეორე ფენა – ძეხვი, მესამე – კიტრი. მეოთხე – ხახვი, მეხუთე – კვერცხი.
  6. კვერცხის ცილიდან თვალები და ლოყები გააკეთეთ.
  7. 7 ზეთისხილი წვრილად დაჭერით, მისგან ცხვირი და წამწამები გააკეთეთ. კიტრისგან გუგა, ძეხვისგან – პირი. დარჩენილი დაჭრილი ზეთისხილი ზოლებად მოაფინეთ. ულვაშები თეთრი პრასისგან გააკეთეთ.

კარგია, თუ საახალწლო სუფრაზე შავი ხიზილალა გექნებათ. ეს წელი შავი წყლის ვეფხვის წელია. შავი ხიზილალით ტარტალეტი, კანაპე ან უბრალოდ ბუტერბროდი გააფორმეთ.

გარნირად შეგიძლიათ გამომცხვარი ბოსტნეული გამოიყენოთ. ამ მიზნით ყაბაყი, ბადრიჯანი, პომიდორი და ბატატი გამოგადგებათ. კარტოფილი შეგიძლიათ გამოაცხოთ. ხორციან კერძებს იდეალურად ავსებს.

შავ ვეფხვს გრილზე მომზადებული ბოსტნეულიც მოეწონება. ბოსტნეულს შეგიძლიათ სოკოც დაუმატოთ!

როგორია სუფრა ტკბილეულის გარეშე? მით უფრო, ვეფხვი ნამდვილი ტკბილეულის მოყვარულია! სუფრა ისედაც კერძებით სავსეა, ამიტომ მსუბუქი, ჰაეროვანი და ნაკლებად კალორიული დესერტი მოამზადეთ. ნაყინი, სუფლე და სხვადასხვა დესერტი ჟელატინზე დაფუძნებული გამოგადგებათ.

მანდარინის პანაკოტა

ინგრედიენტები:

  • 5 მანდარინი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 300 მლ ნატურალური იოგურტი
  • დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს ცხელი წყალი დაასხით ან ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. ჩვეულებრივ, უბრალოდ ცხელ წყალში 5 წუთით ჩალბობა და შემდეგ მორევა სჭირდება.
  2. თუ დესერტის დაქანებული მომზადება გსურთ, თავდაპირველად მანდარინის ფენა მოათავსეთ. მანდარინი გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ.
  3. წვენს ნახევარი ჟელატინი დაუმატეთ, დამატკბობელი გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ჭიქები დახრილად დადეთ და წვენი დაასხით. მაცივარში ან საყინულეში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. ამას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
  5. იოგურტს მეორე ნახევარი ჟელატინი აურიეთ და სრულად გააგრილთ. იოგურტის ნარევი ხილის ფენას დაუმატეთ და კვლავ მაცივარში შეინახეთ.

რა თქმა უნდა, ხილი სუფრაზე არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა.

წლის სიმბოლო ვეფხვია, რომელსაც ჭამა უყვარს, ამიტომ საახალწლო სუფრა ყველა შესაძლო კერძით სავსე უნდა იყოს. კერძები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მოამზადოთ: გამოაცხვეთ, თუშეთ, შეწვით ან მოხარშეთ.

მთავარია, რომ საახალწლო ღამეს ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც კარგ განწყობაზე იყვნენ და გართობის სურვილი ჰქონდეთ!