ნაზი კრაკოვული სირნიკი. ხაჭოს დესერტების მოყვარულები აუცილებლად შეაფასებენ მას სათანადოდ

1635

ხაჭოს დესერტებს შორის, კრაკოვული სირნიკი მართლაც განსაკუთრებულია. შიგთავსი ძალზედ ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის, უნაზესი ფხვიერი ცომი კი მას იდეალურად ავსებს.

ცოტა ცომი და მეტი შიგთავსი – გახლავთ ამ შესანიშნავი ხაჭოს დესერტის საიდუმლო. მისი მომზადება არც თუ ისე იოლია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 10 კვერცხის გული
  • 10 კვერცხის ცილა
  • 225 გრ კარაქი
  • 375 გრ შაქრის პუდრი
  • 2 გრ ვანილინი
  • 3 ს.კ. სახამებელი
  • 250 გრ ფქვილი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

  1. 125 გრ დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 125 გრ შაქრის პუდრთან. დაამატეთ 1 კვერცხი, ვანილინი, მოურიეთ. გაცერით ფქვილი, დაამატეთ მასას, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 1 საათით.
  2. ნახევარზე ცოტა მეტი ცომი მოჭერით, გააბრტყელეთ. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ცომი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით მაცივარში 30 წუთით.
  3. დროის ამოწურვის შემდეგ შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით.
  4. მოამზადეთ შიგთავსი. გაცერით ხაჭო და დააბლენდერეთ ნაზი მასის მიღებამდე.
  5. შემდეგ ათქვიფეთ 200 გრ დარბილებული კარაქი დარჩენილ შაქრის პუდრთან.
  6. დაამატეთ სათითაოდ კვერცხის გულები და თითო ს.კ. ხაჭო კარაქის მასას. კარგად ათქვიფეთ.
  7. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და 1 მწიკვი მარილი, დაუმატეთ 50 გრ შაქრის პუდრი. დაამატეთ მყარ მასას ქიშმიში და სახამებელი.
  8. გამომცხვარი ფენა მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან – შიგთავსი.
  9. გააბრტყელეთ დარჩენილი ცომი, დაჭერით ზოლებად. მოათავსეთ შიგთავსის ზემოთ რომბების სახით.
  10. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით. გამორთეთ ღუმელი, ოდნავ გამოაღეთ ღუმელის კარი და დატოვეთ 1 საათით.

მიირთვით უგემრიელესი ხაჭოს დესერტი ყავასთან ან ჩაისთან. შეგიძლიათ მოასხათ ათქვეფილი ლიმონის წვენი და შაქრის პუდრის მასა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!