როგორ მოვამზადოთ ქაბაბი ღუმელში

1257

კავკასიაში ქაბაბი ძალიან უყვართ უგემრიელესი წვნიანი ხორცის, არაჩვეულებრივი არომატისა და მომზადების პროცესის სიმარტივის გამო. ტრადიციულად, ამ კერძს გრილზე ან ცხელ ნახშირზე ამზადებენ, მაგრამ დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ მის მომზადებას ღუმელში. ხრაშუნა, არომატული ცომი და ცხარე, წვნიანი ხორცი არავის დატოვებს გულგრილს.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ც ხახვი
  • 100 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • კამა გემოვნებით
  • 700 გრ ღორის ფარში
  • 125 გრ კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. საფუარი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. პატარა ზომის თასში შეურიეთ ერთმანეთს საფუარი, რძე და 2 ს.კ. ფქვილი და მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.
  2. დახეხეთ კარაქი და დაუმატეთ მას გაცრილი ფქვილი, შემდეგ კი კარგად მოურიეთ. დაუმატეთ საფუარისა და რძის ნახავი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ თასს საკვები ცელოფანი და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  3. ღორის ფარშს დაუამტეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და კამა. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და კარგად მოურიეთ. ფარშისგან გააკეთეთ პატარა ზომის კოტლეტები.
  4. ცომი ძალიან თხელ ფენად გაიყვანეთ, შემდეგ კი დაჭერით ზოლებად. თითოეული კოტლეტი გაახვიეთ ზოლებად დაჭრილ ცომში.
  5. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დაალაგეთ მასზე ქაბაბი და ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.

უგემრიელესი ქაბაბი მზადაა. იგი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში, რადგან გემოსა და არომატს არცერთ შემთხვევაში არ კარგავს. ქაბაბთან ერთად დამატებით შეგიძლიათ მიირთვათ გრილზე შემწვარი ბოსტნეული, თბილი სალათი ან ცხელი წვნიანი. აუცილებლად მოამზადეთ ქაბაბი და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!