როგორ მოვამზადოთ ფარშირებული წიწაკა ცომში

1005

თუ თქვენ ფარშირებული წიწაკის ფანი ხართ, მაშინ ჩვენი კერძი თქვენს გაოცებას არამხოლოდ გემოთი, არამედ მომზადების საინტერესო მეთოდითაც შეძლებს. მისი მომზადების ტექნიკაში გამორჩეული ის არის,რომ წიწაკას ფარშირებამდე მაქსიმალურად ვაცხელებთ, რათა დარბილდეს და გახდეს ნაზი. ასეთი წიწაკა კი სრულ ჰარმონიას აღწევს ცომთან შერწყმისას.

ბოსტნეულის მდიდარი არომატი, მსუყე ხორცი და არაორდინალური მირთმევის სტილი ხრაშუნა ცომში. ფარშირებული წიწაკის ასეთი ვერსია ამ კერძს ხდის დახვეწილს და უცხოს.

ინგრედიენტები:

  • ბულგარული წიწაკა 3 ცალი
  • ფაფუკი ცომი საფუარისაგან 100გ
  • ღორის ხორცი(ფარში) 150გ
  • მარგარინი 25გ
  • კვერცხი 1ცალი
  • სტაფილო 1ცალი
  • ხახვი 1ცალი
  • ხორბლის ფქვილი 120გ
  • მწვანე ხახვი 1ცალი
  • ოხრახუში 1ცალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება:

1.წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ მზესუმზირის ზეთში. დაამატეთ გახეხილი სატაფილო და ერთად თუშეთ 3-5 წუთის განმავლობაში.

2.ხორცს თქვენი გემოვნებით მოაყარეთ მარილი და წიწაკა, აწეწეთ ჩანგლით შემდეგ კი სტაფილოსა და ხახვთან ერთად მოთუშეთ. წიწაკას მოაჭერით ღერო და მოაშორეთ თესლი, განათავსეთ ხორცზე ხვრელით ქვემოთ, ტაფას დაახურეთ თავსაფარი, დაუკელით ცეცხლის ალს და მოამზადეთ 3 წუთის განმავლობაში.

3.მოხსენით თავსაფარი,მოაშორეთ წიწაკები,კარგად ამოურიეთ ხორცს და კვლავ დაალაგეთ წიწაკები ზემოდან. თავ დახურული თუშეთ 3 წუთის განმავლობაში.

4. ცალკე თასში ჩაალაგეთ დაჭრილი პომიდორი, ოხრახუში და მწვანე ხახვი,დაამატეთ მზა ხორცი, დაამარილეთ. გულდასმით ამოურიეთ მთლიან მასას და ამოავსეთ წიწაკები.

5.ამოვსებული წიწაკები მოათავსეთ ცომის ცენტრში,დააფიქსირეთ გვერდები, ხოლო თავი ღია დატოვეთ. ცომს გარედან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 17-20 წუთის განმავლობაში.

ამ კერძის სიმარტივე საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ის ლანჩზე, სადილზე და საუზმეზე. მისი  შიგთავსისათვის მრავალი ვარიანტი არსებობს მაგალითად: ბრინჯი, სიმინდი, ყველი ან ფეტა ყველი. მერწმუნეთ ამ საოცარი კერძისაგან გულგრილი არავინ დარჩება, რადგან ასეთი ტექსტურების კომბინაცია მის გემოს შესანიშნავს ხდის.