როგორ მოვამზადოთ კომბოსტო სამლიტრიან ქილაში

5442

გამოცდილმა მზარეულებმა ძალიან ბევრი საინტერესო ხერხი იციან თუ, როგორ უნდა დამჟავდეს კომბოსტო სახლის პირობებში ისე, რომ მარილი ქონდეს ზომიერად და რაც მთავარია იყოს ხრაშუნა. ზოგი კომბოსტოს ამზადებს ჭარხალთან ერთად, ზოგი კი სტაფილოსთან. ნაწილი ამჟავებს დიდ ცილინრებში, ხოლო სხვები კი ჩვეულებრივ შუშის ქილებში.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ კომბოსტოს დამწნილების მარტივ რეცეპტს, რომლითაც თქვენი მწნილი იქნება ყოველგვარი დანამატებისა და ესნციების გარეშე. ჩვეულებრივ შუშის ქილაში დამწნილების შემთხვევაში, თქვენი კომბოსტო 3 დღეში მზად იქნება. იხელმძღვანელეთ ამ რეცეპტით და მოამზადეთ საუკეთესო კომბოსტო.

როგორ დავამწნილოთ კომბოსტო

ინგრედიენტები

  • 1 საალო თავი კომბოსტო
  • 2 საშუალო სტაფილო
  • 2ლ წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

1.კომბოსტო დაჭერით თხლად.

2.მსხვილად გახეხეთ სტაფილო.

3.ყველაფერი აურიეთ და მჭიდროდ მოათავსეთ ქილაში. ახლა კი კომბოსტოთი სავსე ქილა მოათავსეთ ღრმა ჯამში.

4.გაგრილებული მარილიანი წყალი (უნდა აადუღოთ მარილი და წყალი ერთად) ჩაასხით ქილაში ისე, რომ გადმოდიოდეს. ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ 2 დღე, დროდადრო კომბოსტოს ქილის ძირამდე გაუყარეთ დანა, რათა გამონთავისუფლდეს ზედმეტი ჰაერი. თუ ჰაერს არ გამოუშვებთ კომბოსტოს მწნილი მიიღებს უსიამოვნო გემოს, რაც ჩვენ სულაც არ გვინდა.

5.მესამე დღეს ფრთხილად გადაასხით მარილიანი წყალი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კაპრონის თავსაფარი, გახვრიტეთ ის და გადმოასხით სითხე ცალკე ჯამში.

6.გადმოსხმულ მარილწყალში გახსენით შაქარი. მიღებული სითხე ჩაასხით ქილაში, დააფარეთ თავზე და მოათავსეთ გრილ ადგილას.

7.ყველაზე გემრიელი მწნილი კომბოსტოც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

მირებული კომბოსტო შეიცავს უამრავ ვიტამინს. შეგიძლიათ მიირთვათ ხახვთან ან პატარა ულუფა მზენარეულ ზეთთან, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გარნირად ნამცხვრებთან და კვერებთან. ასევე მარილიანი წყლის დალევა ძლაინ სასარგებლოა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთს მარილწყლის დამატებამდე ურჩევნია უკროპის, ტმინის, ქინძის, მდოგვის მარცვლისა და მოცხარის (როგორც თეთრი ასევე წითელი) დამატება. მაგრამ ამ დანამატების გარეშეც ეს კერძი გამოდის ნამდვილად საოცარი. ამიტომაც აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება.