სალათი “გენერალური” ზამთრისთვის

3725

ზამთრისთვის ამ სალათს ყოველთვის ვამზადებ, ოჯახის წევრებსაც ძლიან მოსწონთ. მასში შემავალი ინგრედიენტები შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვენბთ.

ინგრედიენტები

  • კიტრი 1კგ
  • პომიდორი 1კგ
  • კომბოსტო 300გ
  • ხახვი 300გ
  • სტაფილო 200გ
  • ბულგარული წიწაკა 300გ
  • შაქარი 100გ
  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთინ 1150მლ
  • ძმარი 80მლ
  • ოხრახუში
  • წიწაკა ჩილი

მომზადება

1.დაჭერით კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ხახვი და კომბოსტო. გახეხეთ სტაფილო და დააქუცმაცეთ მწვანილი. მწარე წიწაკა დაჭერით წვრილად.

2.ბოსტნეულს დაუმატეთ ზეთი, ძმარი, შაქარი, მარილი და დაელოდეთ 3 საათი.

3.ქილები აავსეთ ბოსტნეულუთ და მოასხით მარინადი. დააფარეთ თავსაფარი.

4.დიდ ქვაბში მოათავსეთ პირსახოცი და მოათავსეთ ქილები, ჩაასხით წყალი და აადუღეთ 30 წუთ.

5.კარგად შეფუთეთ ქილები და გადმოაბრუნეთ.

გემრიელად მიირთვით!