როგორ მოვამზადოთ კექსი წყალზე-ეს არის დესერტი, რომელიც გაგაოცებთ

3220

უკვე 3-4 დღეა, რაც საღამოობით დაკავებული ვარ საოცარი ტკბილეულის მომზადებით, რომელზეც მთელი ჩემი ოჯახი გიჟდება. ყველაფერი კი ჩემი ჩეხეთში მოგზაურობით დაიწყო, საიდანაც ჩამოვიტანე კექსის რეცეპტი “პრაღის პენი”.

ამ კექსისი სახელწოდება ხაზს უსვამს მის ბიუჯეტურ ინგრედიენტებს და პრაღის სამზარეულოს. მე როდესაც ეს რეცეპტი ვნახე ძალიან გამიკვირდა, რადგან მასში არ შედის რძე და არც კარაქი. ცომი მზადდება წყლით, ამასთანავე კექსი გამოდის ძალიან გემრიელი, ფაფუკი და ჰაეროვანი.

როგორ მოვამზადოთ კექსი

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი კექსის “პრაღის პენი” რეცეპტს. მოამზადეთ ის წყალზე, მე შიგთავსის სახით ავირჩიე ალუბალი.

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი
  • 200გ შაქარი
  • 150მლ მზესუმზირის ზეთი
  • 150მლ წყალი
  • 4 კვერცხი
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა ალუბალი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.აიღეთ კვერცხი და ერთმანეთისაგან გამოყავით ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ მის ამოფუებამდე. ხოლო გულები ცალკე ჯამში ათქვიფეთ შაქართან ერთად ქაფის წარმოქმნამდე.

2.არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ კვერცხის გულები, მზესუმზირის ზეთი და წყალი. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

3.ცომს დაუმატეთ კვერცხის ცილა, ფრთხილად მოურიეთ. ცომი უნდა გამოგივიდეთ ბლინის ცომის კონსისტენციის.

4.ფქვილითა და ზეთით დამუშავებულ ფორმაში ჩაასხით ცომის ნახევარი, ზემოდან მოაყარეთ ალუბალი. მე ვიყენებ გაყინულ ალუბალს, ამიტომ მის გამოყენებამდე აუცილებელია ხილის გალღობა. ალუბალს მოასხით ცომის დარჩენილი ნაწილი.

5.კექსი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში.

6.გამომცხვარი კექსი გადმოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ მოასხათ ცხელი შოკოლადი და მორთოთ ალუბლებით. ასე თქვენი კექსი მიიღებს სადღესასწაულო ფორმას.

ალუბლის კექსი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად მოამზადეთ კექსი ამ რეცეპტის მიხედვით. ამ გემრიელ კექსზე ვერავინ იტყვის უარს. მისი შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. გაყინული ხილი აუცილებლად გაალღვეთ მის გამოყენებამდე.