როგორ მოვამზადოთ გრატენი ზამთარში: უბრალოდ აიღეთ კარტოფილი და…

1870

გრატენის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ამჯერად ჩვენ განსაკუთრებული სახეობა – ზამთრის გრატენი შევარჩიეთ. ის სეზონური ინგრედიენტებისგან მზადდება, ამიტომ მდიდარია ვიტამინებით.

კერძს განსაკუთრებულ არომატს ბალახეული და სუნელები სძენს. ორიგინალურ რეცეპტში ახალი ბალახეული გამოიყენება, ზამთრის გრატენში კი ხმელი. ნოყიერი გრატენის ვეგანური ვარიანტიც არსებობს, უბრალოდ ჩაანაცვლეთ კარაქი და ნაღები ალტერნატიული ვეგანური ინგრედიენტებით.

ინგრედიენტები

  • 350-400 გრ კარტოფილი
  • 450 გრ სტაფილო
  • 450-500 გრ გოგრა
  • 2 ც პასტერნაკი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ც ბეგქონდარა
  • 1 ც ორეგანო
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ჩ.კ. კარაქი
  • 3 ჩ.კ. ფქვილი
  • 0,5 ჭიქა ნაღები
  • 0,5-1 ც ხახვი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კუბებად კარტოფილი, სტაფილო, გოგრა, პასტერნაკის ძირი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ბეგქონდარა, ორეგანო, მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. მოათავსეთ ბოსტნეული და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.
  3. მოამზადეთ სოუსი. გააცხელეთ კარაქი ტაფაზე, მოთუშეთ ხახვი, მოაყარეთ ფქვილი, მოამზადეთ 1-2 წუთი.
  4. დაასხით უცხიმო ნაღები ან რძე, დაამატეთ დარჩენილი ბეგქონდარა და გახეხილი ყველის ნახევარი. ურიეთ, სანამ მასა ერთგვარი არ გახდება, 3-5 წუთის განმავლობაში.
  5. მოასხით ეს სოუსი ბოსტნეულს, მოაყარეთ დარჩენილი ყველი. გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი. მირთმევისას მოაყარეთ მწვანილი.

გრატენთან სალათებს მიირთმევენ, მაგალითად, ნიახურის ძირის მსუბუქ სალათს. ეცადეთ, ზამთარში არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო კერძები მოამზადოთ. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!