ორთქლზე მოხარშული გოგრის ფუნთუშები. გამარჯობა ჩინეთიდან

132

ორთქლზე მოხარშული ლამაზი და გემრიელი გოგრის ფუნთუშა აზიური სამზარეულოდან შემოვიდა. ჩინური კერძი ყოველთვის ორიგინალობით გამოირჩეოდა, ხოლო ზოგიერთი იმდენად სპეციფიკურია, რომ მათ გასინჯვას ყველა ვერ გარისკავს.

ფუნთუშები ძალიან ნაზია და მარტივად მზადდება. ორთქლზე მოხარშული ცომის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება. ფუნთუშები ტკბილი გამოდის. მისი საინტერესო ფორმა ბავშვებსაც მოეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 420 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 170 მლ წყალი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 200 გ გოგრა
  • 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 2 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. თეთრი ცომი მოამზადეთ. თბილ წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ საფუარი, 1 ს/კ შაქარი და 60 გ ფქვილი. აურიეთ და 5 წუთი გააჩერეთ.

2. 200 გ ფქვილს მწიკვი მარილი დაუმატეთ და საფუარის ნარევს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. რბილი და დამყოლი უნდა იყოს. პარკი დააფარეთ და 1 საათი სითბოში გააჩერეთ.

3. მეორე ცომისთვის მოხარშული გოგრა და 1 ს/კ შაქარი აურიეთ და დაჭყლიტეთ. 1 ჩ/კ საფუარი დაუმატეთ, აურიეთ და რამდენიმე წუთი გააჩერეთ.

4. 160 გ ფქვილი, მწიკვი მარილი და გოგრის პიურე ღრმა თასში აურიეთ. პარკი დაფარეთ და გააჩერეთ, რომ ცომი ამოვიდეს.

5. ამოსული ცომი კარგად ჩაზილეთ, ფქვილი მოაყარეთ. თითოეული შუაზე გაყავით.

6. თეთრი ცომის ნაწილი ჩალიჩივით დაგრიხეთ, გოგრის ნაწილი მართკუთხედად გააბრტყელეთ, შუაში საწრუპი მილით ნახვრეტები გააკეთეთ.

7. თეთრი ცომი ყვითელ ცომზე გადაიტანეთ და შეკარით. ზედმეტი ნაწილი მაკრატლით მოაჭერით. გადაატრიალეთ და თანაბარ ნაწილებად დაჭერით.

8. თეთრი ცომის მეორე ნაწილი მართკუთხედად გააბრტყელეთ და პარკი დააფარეთ. გოგრის ცომიც გააბრტყელეთ და ატრიასავით დაჭერით.

9. ზოლებს მცენარეული ზეთი წაუსვით და თეთრ ცომზე გადაიტანეთ. კიდეები შეკარით, გადააბრუნეთ და დაჭერით. გადაჭრილი ადგილები ოდნავ გახსენით.

10. ორთქლსახარშზე გადაიტანეთ. ერთმანეთს დააშორეთ. 10 წუთი დაასვენეთ და 15 წუთი ხარშეთ.

გემრიელად მიირთვით!