პურის ნაცვლად. ოქროსფერი ნივრიანი კვერები ტაფაზე

740

დაგავიწყდათ სამსახურის შემდეგ მაღაზიაში შესვლა და პურის ყიდვა? მეორე დღეს სწრაფად წახემსებაზე არ იდარდოთ. ოქროსფერი ნივრიანი კვერები ტაფაზე დააცხვეთ. ამ კერძის მთელი მთა მაღაზიაში ნაყიდი პურის შესანიშნავი ალტერნატივაა.

ნივრიანი კვერები საოცრად გემრიელი გამოდის იმის მიუხედავად, რომ სჭირდება მინიმალური პროდუქტები, რომლებიც სამზარეულოში ყველას აქვს. მომზადების დაწყებიდან ნახევარ საათში სუფრაზე მთელ მთა მოწითალო ლამაზმანებს გაიტანთ.

როგორ შევწვათ სწორად ნივრიანი კვერები ტაფაზე

კვერები კარგად რომ შეწვათ და არ დაწვათ, საშუალო ალზე მოამზადეთ. თავსახურის დაფარება საჭირო არაა. რამდენიმე წუთი ქურაზე და კვერები ფაფუკი და მოწითალო გახდება. უბრალოდ ზღაპარია.

ინგრედიენტები:

  • 650 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 1 ხახვი
  • 300 მლ წყალი
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 140 გ მზესუმზირის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. ხახვი გაასუფთავეთ. მსხვილად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ. აურიეთ და დააბლენდერეთ.

2. ღრმა თასში თბილი წყალი ჩაასხით. შაქარი და მშრალი საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ 20 გ მზესუმზირის ზეთი და დაბლენდერებული ხახვი–ნიორი დაუმატეთ.

3. მარილი დაუმატეთ, ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. თანდათან დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომს სქელი ძეხვის ფორმა მიეცით და თანაბარი ზომის რამდენიმე ნაჭრად დაჭერით. თითოეული დააგუნდავეთ. მათგან კვერები გააკეთეთ.

5. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ. კვერები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. მზადაა.

ასეთი კვერები არაჟნის სოუსთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. მწვანე ხახვი გარეცხეთ და გაამშრალეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით. დაჭრილი მწვანე ხახვი არაჟანს დაუმატეთ დ აურიეთ. სურვილისამებრ, ცოტა მდნარი ყველი დაუმატეთ, რომ უფრო სასიამოვნო და სქელი სოუსი მიიღოთ. მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ. არომატული სოუსი ოქროსფერ კვერებთან ერთად მზადაა. გემრიელად მიირთვით.