ფრინველის ხორცის ეს მარინადი ნამდვილი აღმოჩენაა ნებისმიერი კულინარისთვის

1693

თუ ვახშმად ქათმის ან ინდაურის კერძის მომზადება გადაწყვიტეთ, არის ერთი შესანიშნავი მარინადის რეცეპტი, რომელსაც სულ რაღაც 5 წუთში მოამზადებთ დილით, სახლიდან გასვლამდე. ხორცი მთელი დღის განმავლობაში დამარინადდება, საღამოს კი უგემრიელეს ვახშამს მოამზადებთ.

მარინადის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ნაღები, რომელიც კარგად დაამუშავებს ხორცს. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, შედგათ ღუმელში და დატკბეთ არაჩვეულებრივი კერძით.

ინგრედიენტები

  • 1-1,5 კგ ინდაურის ხორცი
  • 2 ჭიქა ნაღები
  • 20 გრ ლიმონის ცედრა
  • 1 კონა კამა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა თასში მოათავსეთ დაჭრილი ინდაურის ხორცი, დაასხით ნაღები, დაუმატეთ ლიმონის ცედრა, დაჭრილი კამა, მარილი, პილპილი.
  2. დააფარეთ და შედგით მაცივარში 8 საათით.
  3. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე. ამოიღეთ მარინადიდან ხორცი, მოათავსეთ ფორმაზე და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.

ეს მარინადი ასევე ქათმის ხორცისთვისაც გამოიყენება. გაოცდებით, თუ როგორი ნაზი გამოვა კერძი. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!