პომიდვრის და ზეთისხილის პიკანტური სალათი -მოსამზადებლად საჭიროა რამდენიმე წუთი!

770

მსუბუქი სწრაფი კერძი, რომლის მომზადება რამდენიმე წამში შეიძლება. სალათი სოიოს სოუსით, პომიდორით და ზეთისხილით. სიმარტივის მიუხედავად იმდენად მადისაღმძვრელი გამოდის, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ.

ინგრედიენტები

  • 500გ პომიდორი ჩერი
  • 20 ზეთისხილი შერეული

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2 სუფრის კოვზი ლიმონი
  • 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • შავი წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩაის კოვზი ბაზილიკი
  • მარილი
  • წიწაკა ჩილი

მომზადება

1.დავიწყოთ სოუსის მომზადებით. ათქვიფეთ ზეთი და ლიმონის წვენი. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი, სოიოს სოუსი, მარილი და წიწაკა. წვრილად დაჭერით ნიორი და გადაურიეთ ბაზილიკს. თხევადი მასა დაუმატეთ ნივრისას და კარგად ათქვიფეთ. თუ ბალანსის მოყვარული ხართ, მაშინ შაქრის დამატებაც შეგიძლიათ. ის შლის მარილიან გემოს და ზედმეტ სიმჟავეს არეგულირებს.

2.ახლა კი ბოსტნეულის ჯერია. გარეცხეთ და გააშრეთ პომიდორი. გამოწურეთ ზეთისხილი, რათა დაიწრიტოს ზედმეტი სითხე. კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ პომიდორი. ზეთისხილი და პომიდორი მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში, დაჭყლიტეთ ძლიერად.

3.ჯამში მოათავსეთ ბოსტნეული და სოუსი. კოვზით კარგად მოურიეთ. დაასვენეთ 30 წუთი.

4.სალათს ძალიან უხდება შავი პური. კერძი მზად არის და დარწმუნებული ვარ კიდევ მოამზადებთ დიდი სიამოვნებით.

გემრიელად მიირთვით!