ნამდვილი ბერძნული სალათი ფეტათი: ხმელთაშუა ზღვის ყველა ფერი ერთ თეფშზე

1509

1909 წელს ერთი ბერძენი ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა და პირველ რიგში ბავშვობიდან საყვარელი კერძების დაგემოვნება გადაწყვიტა. მაგრამ გზად კბილი ასტკივდა და მიხვდა, რომ საყვარელ საჭმელს ჩვეული სახით ვერ მიირთმევდა, ამიტომ დაჭრა ტრადიციული პროდუქტები, მოაყარა ყველი ფეტა. ასე გაჩნდა კლასიკური ბერძნული სალათი.

მას მერე ბერძნული სალათის უამრავი ვარიაცია გაჩნდა. ყოველ რესტორანსა თუ კაფეში რაღაც კორექტირება შეაქვთ რეცეპტში, ამიტომ სტუმრები ხშრად სხვადასხვა კერძს იღებენ. ჩვენ კი მოვინდომეთ შორეულ 1909 წელში დაბრუნება და ორიგინალური სალათის მომზადება.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფეტა
  • 1 ს.კ. ბეგქონდარა
  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • 1 კბ ნიორი
  • 0,5 ც კიტრი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 350 გრ პომიდორი ჩერი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 0,5 ც წითელი ხახვი
  • 200 გრ ზეთისხილი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 0,5 ჩ.კ. ორეგანო

მომზადება

1. დაჭერით ფეტა კუბებად და მოათავსეთ ფორმაში.

2. მოაყარეთ ყველს გატარებული ნიორი, ბეგქონდარა და წვრილად დაჭრილი წიწაკა ჩილი. მოასხით ზეითუნის ზეთი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.შემდეგ გააცივეთ.

3. დაჭერით კიტრი და ბულგარული წიწაკა კუბებად, წითელი ხახვი ნახევარ რგოლებად, პომიდორი ჩერი ორად.

4. გადაიტანეთ თეფშზე დაჭრილი ბოსტნეული, დაუმატეთ ზეთისხილი, მოაყარეთ ყველი, შეანელეთ ორეგანოთი და ძმრით.

თეფში კი არა ფერთა პალიტრაა! ანროგორი არომატი და გემო აქვს! ტრადიციული ბერძნული სალათის მომზადება მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგოთ: რესტორანში შეკვეთილს ამასთან საერთო არაფერი აქვს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!