გემრიელი ფუნთშები ტაფაზე

569

ამ კერძის მომზადებას დამწყები დიასახლისიც მარტივად შეძლებს.შედგად თქვენ მიიღებთ საოცარ ფუნთუშებს, რომელიც პურსაც კი ჩაანაცვლებს თქვენს რაციონში.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 500მლ კეფირი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 800გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • მწვანე ხახვი
  • მოხხარშული კვერცხი
  • ადიგენური ყველი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გაცერით ფქვილი. 1/3 დაუმატეთ სოდა, მარილი, შაქარი, კვერცხი, არაჟანი და მცენარეული ზეთი. კარგად მოურიეთ მიღებულ მასას დაუმატეთ კეფირი და მოზილეთ ცომი.

2.ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არა წებვადი. მზა ცომი მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

3.გააბრტყელეთ ცომი და დაყავით ნაწილებად. გააბრტყელეთ თითოეული და შეწვით ორივე მხრიდან.

4.თუ შიგთავსით ამზადებთ, მაშინ გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ შიგთავსი და კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.

შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, მე ვამზადებ ყველით, კვერცხით და ხახვით. ეს ინგრედიენტები გადაურიეთ ერთმანეთს.

გემრიელად მიირთვით!