ასეთი ფუმფულა და წვნიანი კომბოსტოს კატლეტები პირველივე გასინჯვაზე შეგიყვარდებათ

468

კომბოსტოს კატლეტი როგორც ხორცით, ასევე მის გარეშე შეგიძლიათ მოამზადოთ. დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ძირითად რეცეპტს გთავაზობთ. კატლეტი ძალიან წვნიანი, რბილი გამოდის. კომბოსტოს კატლეტი სუფრაზე არაჟნის სოუსთან ერთად გაიტანეთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ კომბოსტო
  • 2 ხახვი
  • მწვანილი
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები, არომატული ბალახები
  • რამდენიმე ნაჭერი თეთრი პური
  • 1 კვერცხი
  • 1-2 ს/კ ფქვილი

მომზადების წესი:

1. კომბოსტო დაჭერით ისე, როგორც სალათის ან კონსერვის მომზადებისას. მდუღარე წყალი გადაავლეთ, ბლანშირება აუცილებელია.

2. კატლეტი სწორედ ბლანშირებული კომბოსტოთი უნდა მოამზადოთ, რადგან ახალი, განსაკუთრებით ძველი კომბოსტოთი კატლეტი უხეში გამოდის.

3. უხეშ კომბოსტოს შეგიძლიათ წინასწარ მწიკვი მარილი მოაყაროთ და 10-15 წუთით გააჩეროთ.

4. ახლა ხახვი დაჭერით. ცივი კომბოსტო, ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, რბილი პური, წიწაკა, სანელებლები, არომატული ბალახები, კვერცხი და ფქვილი აურიეთ.

5. ყველა პროდუქტი დანით დააქუცმაცეთ, ბლენდერის გამოყენება არ ღირს. თუ ბლენდერს იყენებთ, ძალიან სწრაფად გამოიყენეთ და ისე, რომ ძლიერ არ დააქუცმაცოთ. კომბოსტო წვენს გამოიღებს, ფარში „თხევადი“ გახდება, კატლეტი დაიშლება და დაიწვება.

6. კატლეტს ფორმა მიეცით, ფქვილში ან საფანელში ამოავლეთ.

7. კატლეტები მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით.

8. ასეთი გემრიელი კომბოსტოს კატლეტი სუფრაზე კარტოფილის პიურესთან, სხვა გარნირთან, სალათთან ან დამარინადებულ ბოსტნეულთან ერთად გაიტანეთ.

აი, ასეთი მოულოდნელი კომბოსტოს კატლეტის რეცეპტი: მარტივი და გემრიელი. მომზადება ნამდვილად ღირს! როგორც ცხელი, ასევე ცივი, თუნდაც გარნირის სახით გემრიელია.