მწვანე წიწაკას ზეთში ყოველთვის ამ რეცეპტის მიხედვით ვინახავ!

7579

ზოგი ახლა იწყებს  გამოცდილების შეძენას და ეძებს საუკეთესო რეცეპტებს. ამ რეცეპტისთვის სასურველია გამოვიყენოთ გრძელი, მომწვანო ფერის წიწაკა, რომელიც სიცხარით არ გამოირჩევა.

ინგრედიენტები:

  • 5 კგ წიწაკა
  • 500 მლ ზეთი
  • 1 ლ ძმარი
  • 1 ჭიქა შაქარი (სურვილისამებრ)
  • 1/2 ჭიქა მარილი
  • 2 კონა ნიახური
  • 300 გ ნიორი
  • 5 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 10 მარცვალი შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გავასუფთაოთ და წვერები ჩავუჭრათ. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად.
  2. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები. კარგად მოვურიოთ და ავადუღოთ. ამ მასაში ნაწილ-ნაწილ მოვშუშოთ წიწაკები, 5-10 წუთის განმავლობაში.
  3. ბოლოს იმავე ზეთიან ქვაბში ერთად ჩავყაროთ წიწაკები, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. კარგად ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, მჭიდროდ ჩავაწყოთ მინის ქილებში და მოვხუფოთ.