მშრალი ქლიავის მურაბა, რომელიც გემოთი ძვირადღირებულ დესერტს დაჩრდილავს

2870

Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ქლიავის სეზონი არ გამოგრჩეთ და მშრალი მურაბა ბულგარულად მოამზადოთ. იმდენად გემრიელია, რომ ყველა ძვირადღირებულ დესერტს ჩაგინაცვლებთ. დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • ქლიავი
  • ნიგოზი
  • ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი:

1. ინგრედიენტების რაოდენობა თავად დაარეგულირეთ. იმდენი მოამზადეთ, რამდენიც გაგიხარდებათ. თუ პირველად ამზადებთ, იმდენი გააკეთეთ, რომ ერთ ფორმაზე დაგეტიოთ. ქლიავის შერჩევით დაიწყეთ. საშუალო ზომის და ოდნავ წაგრძელებული ფორმა უნდა ჰქონდეს.

2. გარეცხილი ქლიავი კურკის ამოსაღებად ჩაჭერით. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ბოლომდე არ გახლიჩოთ. გასუფთავებული ნიგოზი ორ ნაწილად დაყავით.

3. ნიგვზის ნახევარი ან მეოთხედი ნაწილი ქლიავში ჩადეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და ქლიავი ნიგვზით მასზე გადაიტანეთ. ყავისფერი შაქარი მოაყარეთ. შაქარს დარიჩინი შეგიძლიათ აურიოთ, მაგრამ ასე განსხვავებულ გემოს მიიღებთ. დარიჩინი კაკლის გემოს გადაფარავს. თითოეულ ქლიავს 0,5 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ.

5. 170 გრადუსზე ქლიავის დარბილებამდე აცხვეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

ქლიავის მშრალი მურაბა ნებისმიერ დესერტს ჩაგინაცვლებთ. ყავა მოხარშეთ, ქლიავს ნაყინის ბურთულები დაუმატეთ და საოცარი დესერტი მზადაა. სუსხიან დღეს სითბოს და სიმყუდროვეს გაგრძნობინებთ.