მოხუფეთ მწნილი “ლენინგრადული” ზამთრისთვის

1482

ბოსტნეულის მწნილის მომზადება ძალიან ადვილია. თუ დრო არ გაქვთ სადილის მოსამზადებლად, მზა “ლენინგრადული” მწნილი საუკეთესო ვარიანტია, უბრალოდ მოამზადეთ ბულიონი და დაუმატეთ მწნილი.

მწნილი “ლენინგრადული” 

ლენინგრადულ მწნილს ჰარმონიული, პროპორციულად იდეალური გემო აქვს, იგი ყოველგვარი დანამატების გარეშე მზადდება. ქერის მარცვალი ძალიან რბილი გამოდის, ხოლო კიტრი-ზომიერად მარილიანი და ხრაშუნა.

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტებისგან მოამზადებთ 14 ნახევარლიტრიანი ქილით მწნილს. მისი შენახვა შეგიძლიათ როგორც კარადაში, ისე აივანზე. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ინგრედიენტები

  • 3 კგ ახალი კიტრი
  • 1,5 კგ პომიდორი
  • 1 კგ ხახვი
  • 1 კგ სტაფილო
  • 500 გრ ქერის მარცვალი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 0,5 ჭიქა 9%-იანი ძმარი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი

მომზადების წესი 

1. ახალი კიტრი დაჭერით კუბებად. წვრილად დაჭერით ხახვი და პომიდორი (ან ხორცის მანქანაში გაატარეთ), სტაფილო მსხვილად დახეხეთ.

2. ქერის მარცვალი რამდენჯერმე გარეცხეთ გამდინარე წყლით.

3. დიდ ქვაბში მოათავსეთ პომიდორი, ჩაასხით წყალი, მცენარეული ზეთი და დაუმატეთ შაქარი და მარილი.

4. შემდეგ დაუმატეთ კიტრი, სტაფილო, ხახვი, ქერის მარცვალი და კარგად მოურიეთ. მოდუღების შემდეგ დამატებით 20 წუთით ადუღეთ.

5. ბოლოს დაუმატეთ ძმარი და კვლავ 10 წუთით ადუღეთ.

6. ცხელი მასა მოათავსეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ ცხელი თავსახურით. ჩააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ თბილ ადეალაში. გააჩერეთ ასე, სანამ ბოლომდე გაცივდება.

იმისათვის, რომ მომზადება გაგიადვილდეთ, იხილეთ ვიდეო.