მოთუშული ბადრიჯანი წიწაკით – ქართული კერძი!

1063

ბადრიჯანი, ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება ქართულ სამზარეულოსთან. რბილი და პიკანტური ინგრედიენტი ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • პომიდორი 3 ცალი
  • ხმელი-სუნელი 2 ჩაის კოვზი
  • ქინძი 20გ
  • მზესუმზირის ზეთი 2-3 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით მრგვლად. გარეცხეთ ბადრიჯანი და მოაჭერით ბოლოები. დაჭერით მრგვლად.

2.გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ხახვი. მოთუშეთ ბადრიჯანი და მოამზადეთ კერძი საშუალო ცეცხლზე.

3.გაასუფთავეთ წიწაკა, დაჭერით. მოათავსეთ ტაფაზე და მოურიეთ. დაჭერით პომიდორი.

4.პომიდორიც მოათავსეთ ტაფაზე. მოურიეთ. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.

5.კერძს დააფარეთ თავზე და მოთუშეთ დარბილებამდე. გარეცხეთ და გააშრეთ მწვანილი.

6.მზა ბადრიჯანი მოათაავსეთ თეფშზე, მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!